Posts

Showing posts from October, 2018

,,ნორჩი მკითხველების" მე-4 მეცადინეობა

Image
                                     2018 წლის 31 ოქტომბერი თემა: მახვილი, მახვილის ფუნქცია.           მოსწავლეები გაეცვნენ მახვილის ფუნქციას.მახვილი ეწოდება ბგერის გაგრძელებას.მახვილი ორგვარია:აზრობრივი და მუსიკალურ-ტონური.        აზრობრივი მახვილი აკეთებს აქცენტს მთავარ სათქმელზე.მუსიკალური  მახვილი აგრძელებს ბგერას და მუსიკალურ ელფერს აძლევს.მოსწავლეებმა ნახეს ლექსში ,,ღამურა" რომელ სიტყვაზე მოდიოდა მახვილი.
Image
                                                   ქართული ენა                                                    30.10.2018წელი               თემა:ვ.კახაძის ,,გაიხარეს".               მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზსს.              მოსწავლეებმა წაიკითხეს მოთხრობა,გაიაზრეს და გააკეთეს ანალიზი. დაუსვი საანალიზო კითხვები. მეცადინეობა  საინტერესოდ წარიმართა.
Image
                                                       მათემატიკა                                                        26.10.2018                      თემა:ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვები.                     მიზანი: ,,ერთნიშნა" და ,,ორნიშნა" რიცხვების წაკითხვა,ჩაწერა, წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება.ორნიშნა რიცხვის ჩანაწერში ათეულებისა და ერთეულების თანრიგების დასახელება.     მოსწავლეებმა ჩაწერეს ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვები.დაასახელეს წინა და მომდევნო რიცხვები. დაახასიათეს თითოეული ორნიშნა რიცხვი. .

,,ნორჩი მკითხველების" მე-3 მეცადინეობა.

Image
                              2018 წლის 24 ოქტომბერი.     აკაკი წერეთლის ლექსი ,,ღამურა". პოეტის განწყობის ამოცნობა.   მოსწავლეებმა გააგრძელეს ლექსის წაკითხვა და ვისაუბრეთ თუ რა განწყობის გადმოცემა უნდოდა პოეტს.
Image
                                  ქართული ენა                                          24.10.2018 წელი           2018 წლის 24 ოქტომბერს ჩავატარე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში.         თემა:    ყველაზე ძვირფასი ნაყოფი. (ბულგარული ზღაპარი)      მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის კითხვას და ანალიზს.სწორი კითხვის ჩვევის დაუფლებას.      მოსწავლეებმა გაიხსენეს რამდენგვარია ზღაპარი.ვინ ქმნის ხალხურ ზღაპარს და ვინ ლიტერატურულს. ამის შემდეგ წაიკითხეს ზღაპარი. დავსვი საანალიზო კითხვები.გააკეთეს ტექსტის ანალიზი თუ რით იყო საინტერესო დღევანდელი ზღაპარი და რა დაამახსოვრდებოდათ მათ.

,,ნორჩი მკითხველების" მე-2 მეცადინეობა

Image
   დღეს ჩავატარე მხატვრული კითხვის წრე მეორე კლასში.მოსწავლეებს წაუკითხე აკაკი წერეთლის ლექსი: ,,ღამურა".     ვისაუბრეთ თუ რა განწყობას გადმოქვცემდა პოეტი ამ ლექსით.
Image
                                                      მათემატიკა                                                       19.10.2018 წელი               თემა:ამოვხსნათ ამოცანები.               მიზანი:1-დან 20-მდე რიცხვების შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი     ამოცანების ამოხსნისას.         მოსწავლეებმა გაიხსენეს ,რომ ამოცანა შედგებოდა პირობისაგან და კითხვისაგან.გააკეთეს ამოცანის მოკლე ჩანაწერი და ამოხსნეს ამოცანები.

,,ნორჩი მკითხველების"1-ლი მეცადინეობა

Image
                                                                                                                                                            17.10.2018წელი        2018 წლის 17 ოქტომბერს ჩავატარე მხატვრული კითხვის წრე მეორე კლასში.მოსწავლეებს გავაცანი სამუშაო გეგმა და მიზანი.  მოისმინეს ლექცია  და გაიხსენეს ცნობები აკაკი წერეთლის შესახებ.

მხატვრული კითხვის წრე ,, ნორჩი მკითხველები"

                 წრის მიზანი: მხატვრული კითხვის წრე მიზნად ისახავს მოსწავლეებში მხატვრული კითხვის უნარ- ჩვევების განვითარებას,რაც გულისხმობს: ინტონაცია – ჟესტიკულაციას,მახვილის, რიტმის,პაუზის, და სხვა მხატვრული გამომსახველობითი საშუალებების შესწავლას და გამოყენებას ლექსის თქმისას. სამიზნე ჯგუფი: მხატვრული კითხვის წრეში გაერთიანებულნი არიან მე–2 კლასის მოსწავლეები. მეცადინეობები ჩატარდება ოთხშაბათობით. წრის სამუშაო პროგრამა  ძირითადი საკითხები: 1. ლექცია - ,,მხატვრული კითხვის ოსტატობის შესახებ"; 2.  ავტორის განწყობის ამოცნობა; 3. მახვილი,მახვილის ფუნქცია' 4. პაუზის ფუნქცია; 5. რიტმი და მისი სახეები; 6. ინტონაცია; 7. მიმიკა და ჟესტიკულაცია; 8. მსმენელზე ზემოქმედების საშუალებები; 9.ხმის აწევ–დაწევის ხელოვნება; ნაწარმოებები: 1. აკაკი წერეთლის პოეზია.                                                             II -კლასი                                      2018 სასწავლო წლის პროგრამა (პირველი სემესტრი.)              
Image
                                                   ქართული ენა                                                    16.10.2018წელი      თემა:ვაჟა-ფშაველას მოთხრობა ,,კურდღელი".      მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზსს.სწორი კითხვის ჩვევის დაუფლებას.      მოსწავლეებმა წაიკითხეს მოთხრობა ,,კურდღელი".გააკეტეს ტექსტის ანალიზი,დაუსვეს შეკითხვები ერთმანეთს.დახატეს კურდღელი და გააკეთეს გამოფენა.
Image
                                                                                                                  მათემატიკა                                                         12.10.2018 წელი                  თემა:გეომეტრიული ფიგურები.                  მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ გეომეტრიული ფიგურების ამოცნობას და           დახატვას.         მოსწავლეებმა დაასახელეს გეომეტრიული ფიგურები დაახასიათეს თითეულ ფიგურას რამდენი წვერო ,რამდენი გვერდი და რამდენი კუთხე აქვს.დახატეს გეომეტრიული ფიგურები და გააკეთეს გამოფენა.მოსწავლებმა კარგად გაართვეს თავი მოცემულ დავალებას.
Image
                                                                                                                 ქართული ენა                                                                                                                                       9.10.2018 წელი          თემა:ვაჟა-ფშაველას მოთხრობა ,,მწყემსი, სახელად-ციხელი ".         მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზს.სწორი კითხვის ჩვევის დაუფლებას.       მოსწავლეებმა წაიკითხეს მოთხრობა.ერთმანეთს დაუსვეს კითხვები.                    მაგ.ვისი ხმა ესმოდათ ბავშვებს?      მოთხრობაში საიდან ჩანს,რომ ციხელი უფროსია,დიდია?      როგორი ქუდი ეხურა ციხელს?      რას ნიშნავს წოწლოკინა?      საიდან ჩანს ,რომ ციხელი გაბრაზებულია? და ა.შ. წრის მუშაობა საინტერესო იყო.მოსწავლეებმა მოცემულ დავალებას კარგად გაართვეს თავი.
Image
                                                                   მათემატიკა                                                                     5.10.2018 წელი           2018 წლის 5 ოქტომბერს ჩავატარე საწრეო მუშაობა მთემატიკაში.     თემა:შეკრება-გამოკლება 20-ის ფარგლებში.შკრების თვისებები.    მიზანი:სხვადასხვა მოდელის გამოყენებით (რიცხვითი კიბე,რიცხვითი წრფე ) შეკრება-გამოკლებისა და ბიჯით თვლის უნარის განვითარება და მისი გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.        მოსწავლეებმა გამოიყენეს რიცხვითი კიბე და რიცხვითი წრფე და ამოხსნეს მაგალითები. გაიხსენეს შეკრების თვისებები.
Image
                                                 ქართული ენა                                                  2.10.2018 წელი           2018 წლის 2 ოქტომბერს ჩავატარე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში.         თემა:   გურამ რჩეულიშვილის მოთხრობა ,,ბაბუა კოტე“.      მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის კითხვას და ანალიზს.სწორი კითხვის ჩვევის დაუფლებას.       მოსწავლეებმა წაიკითხეს მოთხრობა ,,ბაბუა კოტე.“ დავსვი საანალიზო კითხვები.გააკეთეს ტექსტის ანალიზი.მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში.