მათემატიკა 29.01.2018 ჩავატარე საწრეო მუშაობა მათემატიკაში. თემა:ამოცანების ამოხსნა. მიზანი:ამოცანის შემადგენელი ნაწილების გამოყოფა.მოსწავლეებმა გაიაზრონ-რა არის ამოცანის პირობა,რა არის კითხვა. ამოცანის სტრუქტურის ცოდნა მოსწავლეებს გაუადვილებს მისი ამოხსნის გზის ძიებას. მოსწავლეებმა ამოხსნეს ამოცანები.ისწავლეს ამოცანების ამოხსნაზე მუშაობა,ტექსტის გააზრება,პირობის გამოყოფა,კითხვის დაფიქსირება. ამოცანების ამოხსნაზე მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას,პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარებას. Add caption ...
ქართული ენა წრის მუშაობა 23.01.2018 წელი თემა :ასო-ბგერა ,,ღ“.ი.გოგებაშვილის მოთხრობა ,,ციყვი“. მიზანი :ტექსტის კითხვა და ანალიზი.სწორი კითხვის ჩვევის დაუფლება. მოსწავლებმა წაიკითხეს ასო-ბგერა ,,ღ“.წაიკითხეს ერთმარცვლიანი,ორმარცვლიანიდა სამმარცვლიანი სიტყვები.დაასახელეს სამსიტყვიანი,ოთხსიტყვიანი და ხუთსიტყვიანი წინადადებები. ...
წრის დასახელება: კითხვისა და გააზრების წრე. მიზანი: კითხვისა და გააზრების წრე მოსწავლეებს დწაეხმარება იმაში,რომ გაიუმჯობესონ კითხვისა და გააზრების უნარები.შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები,რამდენად შეუძლიათ კარგი კითხვა და შეუძლიათ თუ არა ზეპირად გადმოსცენ წაკითხულით აღძრული განცდები,შთაბეჭდილებები. ...
წრის მუშაობა 22.01.2018 წელი თემა: შეკრება-გამოკლება 10-ის ფარგლებში.შეკრების თვისებებები. მიზანი: შეკრება-გამოკლების შესრულება,რიცხვების მიმატების სხვადასხვა წესის გაცნობა,10-ის ფარგლებში შეკრების თვისებების გამოყენებით ,,დიდი“ რიცხვის მიმატების დაყვანა ,,პატარა“რიცხვების მიმატებაზე.სათანადო უნარების განვითარება და პრაქტიკული გამოყენება. მოსწავლეები ასრულებენ სავარჯიშოებს შეკრება-გამოკლებაზე 10-ის ფარგლებში. გაეცვნენ მოსწავლეები შეკრების გადანაცვლებადობისა და ჯგუფდებადობის თვისებებს.შეასრულეს სავარჯიშოები და გააკეთეს დასკვნა:შესაკრებთა გადანაცვლები...
წრის დასახელება: ნორჩი მათემატიკოსები საწრეო მუშაობა ხელს უწყობს, მოსწავლეთა დაინტერესებასა და მოტივაციის გაზრდას, გაკვეთილზე შესასწავლი მასალის საფუძვლიან ათვისებაში: მათემატიკის წრის მეცადინეობის მიზანია: მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება. ამიტომ, გაკვეთილზე მოსწავლეებს ვთავაზობთ სხვადასხვა სახის სავარჯიშოებს,რომლის გადაწყვეტა აზროვნებას საჭიროებს. ასეთი სავარჯიშოები უნდა იყოს როგორც სტანდარტული ისე არა სტანდარტული. მაგრამ ყველა მოსწავლე ვერ შეძლებს ასეთი სავარჯიშოების ამოხსნას,ამიტომ საწრეო მუშაობის დროს უნდა დავსახოთ გადაწყვეტის გზები,რათა ყველა მოსწავლემ შეძლოს ყველა სავარჯიშოს შესრულება. მათემატიკური წრის მთავარი დანიშნულებაა მათემატიკაში ნიჭიერ მოსწავლეთა გამოვლენა და მათი ცოდნის გაღრმავება და კვლევითი მუშაობის განვითარება. ...