26 დეკემბერს ჩავატარე ნორჩი მკითხველების შემაჯამებელი მეცადინეობა.შევაჯამეთ მეცადინეობაზე განხილული საკითხები. მოსწავლეებმა გაითამაშეს როლებში აკაკი წერეთლის ,,ღამურა". რაც კარგი და საინტერესო იყო.
მეცადინეობაზე განვიხილეთ და ვიმუშავეთ თემაზე - ,,მსმენელზე ზემოქმედების საშუალებები" იმისათვის,რომ მკითხველმა მსმენელზე ზემოქმედება მოახდინოს,უნდა ფლობდეს ხმის დამორჩილების ტაქტიკას: 1. ხმის აწევ-დაწევის ხერხი; 2. პაუზა; 4. ხმის ტემბრის ცვალებადობა და სხვ.
ქართული ენა 18.12.2018 წელი თემა:ქ.ჭილაშვილის მოთხრობა ,,კიდევ დადგება არდადეგები". მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზსს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი პაუზებით,მივმართეთ გამოკრებით კითხვას.ასევე გამოიყენეს როლური კითხვა.წაიკითხეს ის ადგილები სადაც აღწერილია:ა) ნანას გარეგნობა. ბ) ბებოს მიპატიჟება. გ) ნანას საზრუნავი. დ) ბებოს წუხილი. ე) ნანას იმედი. უპასუხეს სინთეზზე, ანალიზზე და გამოყენებაზე დასმულ შეკითხვებს. მაგ: ვინ მიიპატიჟა ნანა ქალაქში? რას შეპირდა მას ბებო? განა ყოველთვის უსრულდება ადამიანს სურვილი...
მათემატიკა 14.12.2018 წელი თემა:შევავსოთ მიმდევრობა.შევადაროთ მიმდევრობა მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ მიმდევრობის შედგენას,განვრცობისა და შევსების უნარის შემდგომ განვითარებას. შედეგების კოდი: მათ.II.6 მოსწავლეებმა დახაზეს მიმდევრობა,ასევე შეავსეს გამოტოვებული ადგილები და ერთმანეთს შეადარეს მიმდევრობები რა ჰქონდათ საერთო და რა განსხვავება იყო მათ შორის.
ქართული ენა 11.12.2018 წელი თემა:ნ.აღნიაშვილის მოთხრობა ,,პაპა და ყალიონი". მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზსს. შეძლებენ საკუტარი აზრის დასაბუთებას. მოსწავლეებმა აღწერეს სახელმძღვანელოში მოცემული სიუჟეტური სურათი,დახაზეს ასოციაციური რუკა. წაიკითხეს ტექსტი.მივმართეთ აქტივობას ,,გამოკრებითი კითხვა",სადაც მოძებნეს ის ადგილები,სადაც აღწერილია: 1.ბავშვების გართობა. ...
მათემატიკა 7.12.2018 წელი თემა:რიცხვების გაორმაგება. მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ რიცხვების გაორმაგებას.გაორმაგების მოქმედების დემონსტრირებას. მოსწავლეებმა გააორმაგეს რიცხვები.ასევე გაორმაგება ჩაწერეს რიცხვების შეკრების სახით.მაგ:4+4=8, მაგ:გააორმაგეს ერთი ათეული,მიიღეს ორი ათეული,ორი ათეული კი რამდენია?(20) და ა.შ
ქართული ენა 3.12.2018 წელი თემა: აკაკი გელოვანის მოთხრობა ,,ციყვის სტუმრები". მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზსს.აზროვნებისა და მეტყველების განვითარებას. მოსწავლეებმა სურათის მიხედვით შეადგინეს ზეპირი თხზულება.ტექსტი წაიკითხეს პაუზებით.კითხვების საშვალებით გააკეთეს ტექსტის ანალიზი.