Posts

Showing posts from February, 2019
Image
                                                           ქართული ენა                                                            26.02.2019 წელი        თემა:ც.ქიტიაშვილის: ,,ბიჭობა განა ღონეა!"       მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ პოეტური ტექსტის აღქმას, გამომეტყველებით კითხვაზე მუშაობას. ლექსის კითხვას და ანალიზს.       მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში.დარიგებული ანდაზებიდან უნდა დაესახელებინათ ადამიანის ის თვისება, რომელიც მინიშნებული იყო ანდაზაში.    მოსწავლეებმა შეავსეს გონებრივი იერიშის რუკა რომელიც დაფაზე იყო დახაზული. წაიკითხეს ლექსი და გააკეთეს ანალიზი. იმუშავეს გამომეტყველებით კითხვაზე.წრის მუშაობა საინტერესო იყო.

ნორჩი მკითხველების მეხუთე მეცადინეობა

Image
                                                    25.02.2019 წელი                 თემა: ლექსში ავტორის განწყობის ამოცნობა.       ვისაუბრეთ მურმან ლებანიძის ლექსების შესახებ, თუ რა განწყობა იყო მოცემული ლექსებში.    
Image
                                            მათემატიკა                                             22.02.2019 წელი     თემა: ერთნიშნა დაორნიშნა რიცხვები.    მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების ჩაწერას.
Image
                                               ქართული ენა                                                 19.02.2019 წელი        თემა: ნ.აღნიაშვილის მოთხრობა ,,ასე მოუხდებათ“.        მიზანი: მოსწავლე შეძლებს ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზს.    მოსწავლეებმა ტექსტი წაიკითხეს პაუზებით: I პაუზა: ,,კურდღელი ჯერ უნდა შეიჩვიოთო“. II პაუზა: ,,უკვე შეიძლება ეზოში ცოტა ხნით გაუშვათო“. III პაუზა: ,,ვისთანაც პირვლად მივა, ის უფრო ჰყვარებია“. ასევე ტექსტი წაიკითხეს ნაწილ-ნაწილ აიხსნა უცხო სიტყვები.გააკეტეს ტექსტის ანალიზი.მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში ნაწარმოების დასათაურებაზე: მაგ: ● ნაჩუქარი ბაჭია ● მზრუნველი ბიჭები ● ალეკოსა და გიას კამათი ● ბაჭიას გაქცევა წრის მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.

ნორჩი მკითხველების მეოთხე მეცადინეობა

Image
                                                 18.02.2019 წელი თემა:  ლექსების მხატვრული წაკითხვა გამომეტყველებით.           მოსწავლეებმა იმუშავეს ლექსების გამომეტყველებით კითხვაზე.
Image
                                                          მათემატიკა                                                           15.02.2019 წელი თემა: 100- ზე ნაკლები რიცხვები მიზანი: მოსწავლე შეძლებს 100-ზე ნაკლები რიცხვების ზეპირ და წერით ნუმერაციებთან დაკავშირებულ საკითხების შესწავლას. რიცხვების ჩაწერას და წაკითხვას.(მათ.II.1. მათ. II.2 )      მოსწავლეებმა ჩაწერეს 100- ზე ნაკლები რიცხვები, წაიკითხეს, გამოყვეს ათეულები და ერთეულები. ამოხსნეს მაგალითები.
Image
                                                   ქართული ენა                                                    12.02.2019 წელი თემა: სიძუნწე (იაპონური ზღაპარი) მიზანი:  მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზს.შეძლებენ ლიტერატურული პერსონაჟის დახასიათებას.        მოსწავლეებმა წაიკითხეს ზღაპარი.გაიხსენეს რამდენგვარი იყო ზღაპარი.მოსწავლეებს დაუსვი შეკითხვა: როგორი თვისებაა სიძუნწე? როგორ ადამიანს ჰქვია ძუნწი?იმსჯელეს მოსწავლეებმა და გაიხსენეს სიძუნწის მაგალითები.ტექსტის გააზრების მიზნით დავსი შეკითხვები: მაგ. რა შეუთვალა ერთმა მეზობელმა მეორეს? რა ჰკითხა მეზობელმა მსახურს? რა შეუთვალა მეზობელმა ბატონს? რა წამოიძახა აღშფოთებით ბატონმა? რატომ არ ათხოვა მეზობელმა მსახურს ჩაქუჩი? რა თვისება ახასიათებს გარდა სიძუნწისა პირველ მეზობელს? რატომ გაბრაზდა მსახურის ბატონი? როგორ ფიქრობთ, რომელი მეზობელი იყო უფრო ძუნწი? პირველ მეზობელს მეორისათვის წერილი რომ გაეგზავნა,რას ჩაწერდა? მეორე მეზობელი რას უპასუხებდა? და ა.შ       წაიკითხეს ანდაზა, იმუშავეს ასევე სინონ

ნორჩი მკითხველების- მესამე მეცადინეობა.

Image
    თემა :  მურმან ლებანიძის ლექსები:  ,,უფლისციხესთან“, ,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო", ,,გაზაფხული შემოსულა ლენ".            მოსწავლეებს ვესაუბრე მურმან ლებანიძის ლექსების : ,,უფლისციხესთან",  ,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო",  და ,,გაზაფხული შემოსულან ლენ" შესახებ.ვისაუბრეთ თუ რაზე იყო დაწერილი თითოეული ლექსი.მოსწავლეები გაეცვნენ ლექსებს და ივარჯიშეს კითხვაში.
Image
                                                      მათემატიკა                                                       8.02.2019 წელი           გაკვეთილის თემა: რიცხვები 60- მდე.             მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ 60-- მდე რიცხვების ჩაწერას, წაკითხვას, ჩაწერისა და წაკითხვის დემონსტრირებას ათეულებისა და ოცეულობის გამოყოფის საშუალებით.ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების გარჩევას.        მოსწავლეებმა დაწერეს რიცხვები 60--მდე, წაიკითხეს, გამოყვეს რიცხვებში ათეულები და ერთეულები.რიცხვებიდან გამოყვეს ოცეულები.       მაგ: მოცემული გვაქვს რიცხვი 48.               როგორ ჩავწეროთ ეს რიცხვი, რამდენ ათეულს და რამდენ ერთეულს შეიცავს?               48 შეიცავს  4 ათეულს და 8 ერთეულს.                48=40+8                რამდენი ოცეული გვაქვს? 2  კიდევ გვრჩება 8.მაშახადამე ორმოცდარვა არის 2 ოცეული და 8 ერთეული.        მოსწავლეებმა განიხილეს ასევე სხვა მაგალითები.
Image
                                                                                        ქართული ენა                                               5.02.2019 წელი გაკვეთილის თემა: სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი ,,უტკბესი და უმწარესი“.                          მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ იგავ-არაკზე, როგორც ლიტერატურულ ჟანრზე დაკვირვებას. ტექსტის კითხვას და ანალიზს, არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევების განვითარებას.         მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი.აიხსნა უცხო სიტყვები. დაფაზე დახაზეს და შეავსეს გონებრივი იერიშის რუკა.დაახასიათეს როგორი შეიძლება იყოს სიტყვა (ტკბილი, მწარე, მოკლე, ხმამაღალი, გრძელი). დაწერეს სიტყვათა წყვილები.მაგ: ტკბილი-- უტკბესი, მწარე-- უმწარესი, ლამაზი-- ულამაზესი. და ასე შემდეგ.      უპასუხეს კითხვებს და გააკეთეს ანალიზი.ყურადრება გამახვილდა იგავ-არაკზე, როგორც ლიტერატურული ჟანრის სპეციფიკაზე, რომ მოკლედ არის დაწერილი და მწერალი პირდაპირ არ გვეუბნება თავის სათქმელს,ხშირად იგავ-არაკის პერსონაჟები ცხოველები და ფრინველები არიან,მაგრამ იგულისხმებ

ნორჩი მკითხველების მეორე მეცადინეობა

Image
                                                 4.02.2019 წელი                         თემა: მურმან ლებანიძის პოეზიის გაცნობა. მოსწავლეები გაეცვნენე მურმან ლებანიძის პოეზიას.
Image
                                                           მათემატიკა                                                       1.02.2019 წ       გაკვეთილის თემა: ათეულები და ერთეულები       მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების ჩაწერას,სხვადასხვა მოდელით წარმოდგენის უნარის განვითარებას.მათემატიკის შესწავლისადმი ინტერესის გაზრდას,მსჯელობა-დასაბუთების უნარის განვითარებას.მოსწავლეებმა ჩწერეს რიცხვები და გამოყვეს მათში ათეულები და ერთეულები.ასევე გამოიყენეს თვალსაჩინოება,კუბურების საშვალებით გამოყვეს ათეულები და ერთეულები.ჩაწერეს ცხრილის სახით. მაგ: ათეულები ერთეულები           3              4           2              5           4              5