ქართული ენა
                                 წრის მუშაობა
                                23.01.2018 წელი
თემა:ასო-ბგერა ,,ღ“.ი.გოგებაშვილის მოთხრობა ,,ციყვი“.
მიზანი:ტექსტის კითხვა და ანალიზი.სწორი კითხვის ჩვევის დაუფლება.
მოსწავლებმა წაიკითხეს ასო-ბგერა ,,ღ“.წაიკითხეს ერთმარცვლიანი,ორმარცვლიანიდა სამმარცვლიანი სიტყვები.დაასახელეს სამსიტყვიანი,ოთხსიტყვიანი და ხუთსიტყვიანი წინადადებები.                                                                                                                                
               მოისმინეს ი.გოგებაშვილის მოთხრობა ,,ციყვი“.
      ,, შემოდგომა გადის.ციყვი ზამთრისთვის ემზადება.ბინა ხის ფუღუროში აქვს.შიგ ხავსი უგია.საკვებიც ბლომად მოიმარაგა:კაკალი,თხილი,რკო.ახლა ციყვს შიმშილის აღარ ეშინია.ზამთრის სიცივე ციყვს ვერაფერს დააკლებს.მას თბილი, ფაფუკი ქურქი აცვია.“
      გაანალიზეს უცხო სიტყვები:ფაფუკი და ხავსი. ისაუბრეს ციყვის შრომისმოყვარეობაზე,იმსჯელეს რატომ არ ეშინოდა ციყვს ზამთრის.მოთხრობა დაყვეს წინადადებებად.დაასახელეს ორსიტყვიანი,სამსიტყვიანი და ოთხსიტყვიანი წინადადებები.
  მუშაობა მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო.



Comments

Popular posts from this blog