Posts

Showing posts from November, 2018

ნორჩი მკითხველების მე-8 მეცადინეობა

Image
                   თემა:აკაკი წერეთლის ლექსი ,, ჩიტი და ბავშვები" მოსწავლეები გაეცვნენ ლექსს.
Image
                                                     მათემატიკა                                                      30.11.2018წელი თემა:რამდენით მეტია? რამდენით ნაკლებია? მიზანი:რიცხვებს შორის განსხვავების დადგენა სხვადასხვა ხერხის გამოყენებით.            მათ:II 4. მოსწავლეებმა შეასრულეს მაგალითები მეტობა-ნაკლებობაზე.
Image
                                                             ქართული ენა                                                              27.11.2018 წელი თემა: ჭაღარა წვიმა მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის კითხვას და ანალიზს.კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების ფორმირებას.      შედეგების კოდი:II 2. II 3. II 4.  II 6.         მოსწავლეებმა წაიკითხეს მოთხრობა და გააკეთეს ანალიზი.დავსვი კითხვა-როგორი ადამიანია ჭაღარა? შეავსეს გონებრივი იერიშის რუკა და გაარკვიეს ვინ შეიძლება იყოს ,,ჭაღარა".       დავსვი ანალიზზე,სინთეზზე და გამოყენებაზე კითხვები.          მაგ:1.წელიწადია რომელი დროა აღწერილი ამ მოთხრობაში?                 2.როგორ არის მოთხრობაში აღწერილი ზამთრის მოახლოება?                 3.როგორ არის აღწერილი ბაბუა?                 4.რას ნიშნავს ,,თეთრწვერა ზამთარი?'                 5.როგორი წვიმაა ,,თოვლგარეული?''                 6.კიდევ რას ეძახიან თოვლგარეულ წვიმას?                 7.რატომ უწოდა მწერალმა ამ მოთხრობას ,,ჭაღარა წვიმა?'                

ნორჩი მკითხველების მე-7 მეცადინეობა

Image
    თემა:ინტონაცია      მოსწავლეები გაეცვნენ თუ რას ნიშნავს ინტონაცია. ინტონაცია მეტყველების რიტმულ-მელოდიური წყობაა,ხმის აწევ-დაწევა წარმოთქმისას.წარმოთქმის მანერა,რომელიც მთქმელის გრძნობას გამოხატავს.
Image
                                              ქართული ენა                                               20.2018 წელი       თემა:პატიოსანი ტყისმჭრელი      მიზანი:მოსწავლე შეძლებს ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზს.          მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი.ტექსტი წაიკითხეს პაუზებით. პაუზებით წაკითხვის დროს მოსწავლეები გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს სიუჟეტის შემდგომი განვითარების შესახებ.დაალაგეს სიტყვების მიხედვით ანდაზა: ,,ტყუილს მოკლე ფეხები აქვს".      გააკეთეს ტექსტის ანალიზი.უპასუხეს ანალიზზე,სინთეზზე და შეფასებაზე ორიენტირებულ კითხვებს.ერთმანეთს შეადარეს ტყისმჭრელი და მეზობელი.შეავსეს ვენის დიაგრამა.    წრის მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.
Image
                                             მათემატიკა                                              16.11.2018 წელი     თემა: ათეულები    მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ,,მრგვალი" ათეულების სახელდების გააზრებას, 100-ზე ნაკლები ,,მრგვალი" რიცხვების წაკითხვას და ჩაწერას.      (მათ:II.1,მათ: 2)  მოსწავლეებმა ჩაწერეს ათეულები.განვიხილეთ ყველა ,,მრგვალი" რიცხვი 100-მდე 10,20, 30, 40, 50, 60, 70, 80, 90.

ნორჩი მკითხველების მე-6 მეცადინეობა

Image
            თემა:რიტმი და მისი სახეები.          რიტმი ერთ-ერთი ესთეტიკური მახასიათებელია ხელოვნების ნაწარმოებისა.რიტმი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს თანაზომადობას,სიმწყობრეს.ლექსში რიტმის ძირითადი კომპონენტია მეტრი.
Image
                                                ქართული ენა                                                  13.11.2011 წელი თემა:ი.გოგებაშვილის მოთხრობა ,,ტყეში". მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზს.               ტყისა და მისი მნიშვნელობის გაცნობას. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლიტერატურული ტექსტი,შეადგინეს ზეპირი თხზულება.ისაუბრეს ტყის სარგებლობასა და მნიშვნელობაზე.         დაუსვი შეკითხვა: ტყე რომ წარმტაცად შრიალებს,მაცოცხლებელ სიოს გვიგზავნის და რაღაცას გვეჩურჩულება,თქვენი აზრით, რას გვეჩურჩულება, რა სიტყვები უნდა გვესმოდეს ტყის ჩურჩულში?       მოსწავლეებმა გამოთქვეს თავის ვარაუდი და მივიდნენ იმ დასკვნამდე:-ტყის ჩურჩულში შეიძლება გვესმოდეს ,,გამომიყენე,მაგრამ მომიარე კიდეც,მე შენი დიდი მეგობარი ვარ".
Image
                                           მათემატიკა                                            9.11.2018წელი    თემა:რამდენოთ მეტია? რამდენით ნაკლებია?

ნორჩი მკითხველების მე-5 მეცადინეობა

Image
                  თემა: პაუზის ფუნქცია. მოსწავლეები გაეცვნენ პაუზის ფუნქციას.პაუზა (შესვენებას,შეჩერებას ნიშნავს).გავარკვიეთ ლექსში სად უნდა შევჩერდეთ.
Image
                                                           ქართული ენა                                                                                                                      6.11.2018 წელი თემა: მ.ბოლქვაძის მოთხრობა ,,ნერგი". მიზანი: ლიტერატურული ტექსტის კითხვა და ანალიზი. მოსწავლეებმა ტექსტი წაიკითხეს პაუზებით, თითოული პაუზის შემდეგ მოსწავლეებმა გააკეთეს დასათაურება. I პაუზა ,,ნერგი ", II პაუზა ,,ნერგს ეწყინა", III პაუზა ,,გია გაჩუმდა ".ასევე წაიკითხეს ინდივიდუალურად,გუნდურად, გამოკრებით და გაგრძელებით.       გააკეთეს ტექსტის ანალიზი.      
Image
                                                         მათემატიკა                                                          2.11.2018წელი თემა: რამდენითაა მეტი?  რამდენითაა ნაკლები? მიზანი:რიცხვებს შორის განსხვავების დადგენა სხვადასხვა ხერხის გამოყენებით.      გაიმეორეს მათემატიკური ნიშნები >   <    = .  მოსწავლეებმა შეასრულეს მაგალითები მეტია ნაკლებობაზე.მოსწავლეებს აუხსენი ორნიშნა რიცხვებს შორის რომელი რიცხვია მეტი როგორ გაიგონ.