ქართული ენა
27.11.2018 წელი
თემა: ჭაღარა წვიმა
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის კითხვას და ანალიზს.კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების ფორმირებას.
შედეგების კოდი:II 2. II 3. II 4. II 6.
მოსწავლეებმა წაიკითხეს მოთხრობა და გააკეთეს ანალიზი.დავსვი კითხვა-როგორი ადამიანია ჭაღარა? შეავსეს გონებრივი იერიშის რუკა და გაარკვიეს ვინ შეიძლება იყოს ,,ჭაღარა".
დავსვი ანალიზზე,სინთეზზე და გამოყენებაზე კითხვები.
მაგ:1.წელიწადია რომელი დროა აღწერილი ამ მოთხრობაში?
2.როგორ არის მოთხრობაში აღწერილი ზამთრის მოახლოება?
3.როგორ არის აღწერილი ბაბუა?
4.რას ნიშნავს ,,თეთრწვერა ზამთარი?'
5.როგორი წვიმაა ,,თოვლგარეული?''
6.კიდევ რას ეძახიან თოვლგარეულ წვიმას?
7.რატომ უწოდა მწერალმა ამ მოთხრობას ,,ჭაღარა წვიმა?'
8.რატომ ფიქრობთ ასე? და ა.შ
მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი მოცემულ დავალებას.
Comments
Post a Comment