მათემატიკა 28.12.2018 წელი ჩავატარეთ ,,ნორჩი მათემატიკოსების" ბოლო შემაჯამებელი მეცადინეობა.მოსწავლეებმა წერეს ტესტირება რასაც კარგად გაართვეს თავი.
Posts
Showing posts from December, 2018
- Get link
- X
- Other Apps
ქართული ენა 18.12.2018 წელი თემა:ქ.ჭილაშვილის მოთხრობა ,,კიდევ დადგება არდადეგები". მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზსს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი პაუზებით,მივმართეთ გამოკრებით კითხვას.ასევე გამოიყენეს როლური კითხვა.წაიკითხეს ის ადგილები სადაც აღწერილია:ა) ნანას გარეგნობა. ბ) ბებოს მიპატიჟება. გ) ნანას საზრუნავი. დ) ბებოს წუხილი. ე) ნანას იმედი. უპასუხეს სინთეზზე, ანალიზზე და გამოყენებაზე დასმულ შეკითხვებს. მაგ: ვინ მიიპატიჟა ნანა ქალაქში? რას შეპირდა მას ბებო? განა ყოველთვის უსრულდება ადამიანს სურვილი? როგორ ფიქრობთ რა სურვილზეა ლაპარაკი? ვისი სურვილია ეს?და ა შ. დაახასიათეს ნანა. (მზრუნველი,ყურადღებიანი, შრომისმოყვარე,იმედიანი.) დაფაზე გააკრეს ფორმატის ფურცელი სადაც ჩამოწერეს ნანას დამახასიათებელი თვისებები.
- Get link
- X
- Other Apps
მათემატიკა 14.12.2018 წელი თემა:შევავსოთ მიმდევრობა.შევადაროთ მიმდევრობა მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ მიმდევრობის შედგენას,განვრცობისა და შევსების უნარის შემდგომ განვითარებას. შედეგების კოდი: მათ.II.6 მოსწავლეებმა დახაზეს მიმდევრობა,ასევე შეავსეს გამოტოვებული ადგილები და ერთმანეთს შეადარეს მიმდევრობები რა ჰქონდათ საერთო და რა განსხვავება იყო მათ შორის.
- Get link
- X
- Other Apps
ქართული ენა 11.12.2018 წელი თემა:ნ.აღნიაშვილის მოთხრობა ,,პაპა და ყალიონი". მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზსს. შეძლებენ საკუტარი აზრის დასაბუთებას. მოსწავლეებმა აღწერეს სახელმძღვანელოში მოცემული სიუჟეტური სურათი,დახაზეს ასოციაციური რუკა. წაიკითხეს ტექსტი.მივმართეთ აქტივობას ,,გამოკრებითი კითხვა",სადაც მოძებნეს ის ადგილები,სადაც აღწერილია: 1.ბავშვების გართობა. 2.მაიას სათხოვარი. 3.სათამაშო ყალიონი. გაააკეთეს ტექსტის ანალიზი. შეადგინეს გეგმა. .
- Get link
- X
- Other Apps
მათემატიკა 7.12.2018 წელი თემა:რიცხვების გაორმაგება. მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ რიცხვების გაორმაგებას.გაორმაგების მოქმედების დემონსტრირებას. მოსწავლეებმა გააორმაგეს რიცხვები.ასევე გაორმაგება ჩაწერეს რიცხვების შეკრების სახით.მაგ:4+4=8, მაგ:გააორმაგეს ერთი ათეული,მიიღეს ორი ათეული,ორი ათეული კი რამდენია?(20) და ა.შ
- Get link
- X
- Other Apps
ქართული ენა 3.12.2018 წელი თემა: აკაკი გელოვანის მოთხრობა ,,ციყვის სტუმრები". მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზსს.აზროვნებისა და მეტყველების განვითარებას. მოსწავლეებმა სურათის მიხედვით შეადგინეს ზეპირი თხზულება.ტექსტი წაიკითხეს პაუზებით.კითხვების საშვალებით გააკეთეს ტექსტის ანალიზი.