ქართული ენა
18.12.2018 წელი
თემა:ქ.ჭილაშვილის მოთხრობა ,,კიდევ დადგება არდადეგები".
მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზსს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი პაუზებით,მივმართეთ გამოკრებით კითხვას.ასევე გამოიყენეს როლური კითხვა.წაიკითხეს ის ადგილები სადაც აღწერილია:ა) ნანას გარეგნობა. ბ) ბებოს მიპატიჟება. გ) ნანას საზრუნავი. დ) ბებოს წუხილი. ე) ნანას იმედი.
უპასუხეს სინთეზზე, ანალიზზე და გამოყენებაზე დასმულ შეკითხვებს.
მაგ: ვინ მიიპატიჟა ნანა ქალაქში? რას შეპირდა მას ბებო? განა ყოველთვის უსრულდება ადამიანს სურვილი? როგორ ფიქრობთ რა სურვილზეა ლაპარაკი? ვისი სურვილია ეს?და ა შ.დაახასიათეს ნანა. (მზრუნველი,ყურადღებიანი, შრომისმოყვარე,იმედიანი.) დაფაზე გააკრეს ფორმატის ფურცელი სადაც ჩამოწერეს ნანას დამახასიათებელი თვისებები.
Comments
Post a Comment