ქართული ენა
                                        26.03.2019 წელი
    თემა: ა.აბულაძის ,,აი ია".
    მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ლექსის წაკითხვას და ანალიზს. პოეტური ტექსტის აღქმას.
     მოსწავლეებმა დაასახელეს გაზაფხულის მახარობელი ყვავილები: (ენძელა, ია, ყოჩივარდა.) მოსწავლეები გაეცვნენ ლეგენდას იის შესახებ.ლეგენდის მიხედვით დაახასიათეს თუ როგორია  ,,ია".შეავსეს დაფაზე ასოციაციური რუკა.
    წაიკითხეს ლექსი ინდივიდუალურად. წყვილიში.იმუშავეს გამომეტყველებით კითხვაზე.გაანალიზეს წაკითხული ლექსი.დავსი კითხვები: 1. რას ადარებს პოეტი იას? რატომ?
2.რის მაცნეა ია?
3. რა უხარია პოეტს?
4.რომელი სიტყვებით არის გადმოცემული იის დანახვით გამოხატული სიხარული?
5. რა ეჩქარება პოეტს?
    მოსწავლეები მსჯელობენ და გამოთქვავენ თავიანთ აზრს.
    ასევე დააკვირდნენ სიტვა ,,იას" მნიშვნელობას წინადადებაში.
1. ,,ია გაზაფხულის ყვავილია ".
2   ,, ია პატარა გოგონაა".
ორივე წინადადებაში სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს.პირველ წინადადებაში ყვავილს აღნიშნავს, მეორე წინადადებაში კი გოგონას სახელს.
წრის მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.






Comments

Popular posts from this blog

,,კითხვისა და გააზრების " წრე

ქართული ენა