10.06.2019 წელი
ჩავატარე ,,ნოორჩი მკითხველების " შემაჯამებელი საწრეო მუშაობა. ირაკლი გრძელიშვილმა წაიკითხა ანა კალანდაძის ლექსი: ,,მოდიოდა ნინო მთებით".
იხილეთ ბმული.
ქართული ენა 22.05.2018წ. 2018 წლის 22 მაისს ჩავატარე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. შემაჯამებელი გაკვეთილი.შევაჯამეთ მეორე სემესტრში ჩატარებული წრის მუშაობა.ვისაუბრეთ წაკითხულ მოთხრობებზე,შესწავლილ ასო-ბგერებზე და გავაკეთეთ ანალიზი.ჩავატარეთ ტესტირება.რასაც მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი.
მათემატიკა 19.03.2018წელი 19.03 ჩავატარე საწრეო მუშაობა მათემატიკაში. თემა:რიცხვები 11-დან 20-მდე. მიზანი:მეორე ათეულის რიცხვების ჩაწერის გაცნობა-გააზრება.ათეულებისა და ერთეულების თანრიგის ციფრების მნიშვნელობის გაგება.პირველი მიახლოებით რიცხვთა ათობითი პოზიციური სისტემის გააზრება. მოსწავლეებმა გაიმეორეს ზეპირი ნუმერაცია,საგნების გროვიდან ათეულების გამოყოფა და ოცამდე რიცხვების დასახელება.რიცხვები წარმოადგინეს ათეულებისა და ერთეულების ჯამის სახით. მოსწავლეებმა შეასრულეს მაგალითები შეკრება-გამოკლებაზე. ...
მათემატიკა 5.04.2019 წელი თემა: ფიგურის საზღვარი მიზანი: მოსწავლემ შეძლოს განასხვავოს ფიგურის შიგა, გარე და საზღვრის წერტილები. მიუთითოს ფიგურის საზღვარი. მოსწავლეებმა დახაზეს ფიგურები და აღნიშნეს მასზე საზღვრები.მონიშნეს ასევე შიგა და გარე წერტილები. წრის მუშაობაზე გვესწრებოდა მშობელი.
Comments
Post a Comment