მათემატიკა 28.12.2018 წელი ჩავატარეთ ,,ნორჩი მათემატიკოსების" ბოლო შემაჯამებელი მეცადინეობა.მოსწავლეებმა წერეს ტესტირება რასაც კარგად გაართვეს თავი.
Posts
Showing posts from 2018
- Get link
- X
- Other Apps
ქართული ენა 18.12.2018 წელი თემა:ქ.ჭილაშვილის მოთხრობა ,,კიდევ დადგება არდადეგები". მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზსს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი პაუზებით,მივმართეთ გამოკრებით კითხვას.ასევე გამოიყენეს როლური კითხვა.წაიკითხეს ის ადგილები სადაც აღწერილია:ა) ნანას გარეგნობა. ბ) ბებოს მიპატიჟება. გ) ნანას საზრუნავი. დ) ბებოს წუხილი. ე) ნანას იმედი. უპასუხეს სინთეზზე, ანალიზზე და გამოყენებაზე დასმულ შეკითხვებს. მაგ: ვინ მიიპატიჟა ნანა ქალაქში? რას შეპირდა მას ბებო? განა ყოველთვის უსრულდება ადამიანს სურვილი? როგორ ფიქრობთ რა სურვილზეა ლაპარაკი? ვისი სურვილია ეს?და ა შ. დაახასიათეს ნანა. (მზრუნველი,ყურადღებიანი, შრომისმოყვარე,იმედიანი.) დაფაზე გააკრეს ფორმატის ფურცელი სადაც ჩამოწერეს ნანას დამახასიათებელი თვისებები.
- Get link
- X
- Other Apps
მათემატიკა 14.12.2018 წელი თემა:შევავსოთ მიმდევრობა.შევადაროთ მიმდევრობა მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ მიმდევრობის შედგენას,განვრცობისა და შევსების უნარის შემდგომ განვითარებას. შედეგების კოდი: მათ.II.6 მოსწავლეებმა დახაზეს მიმდევრობა,ასევე შეავსეს გამოტოვებული ადგილები და ერთმანეთს შეადარეს მიმდევრობები რა ჰქონდათ საერთო და რა განსხვავება იყო მათ შორის.
- Get link
- X
- Other Apps
ქართული ენა 11.12.2018 წელი თემა:ნ.აღნიაშვილის მოთხრობა ,,პაპა და ყალიონი". მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზსს. შეძლებენ საკუტარი აზრის დასაბუთებას. მოსწავლეებმა აღწერეს სახელმძღვანელოში მოცემული სიუჟეტური სურათი,დახაზეს ასოციაციური რუკა. წაიკითხეს ტექსტი.მივმართეთ აქტივობას ,,გამოკრებითი კითხვა",სადაც მოძებნეს ის ადგილები,სადაც აღწერილია: 1.ბავშვების გართობა. 2.მაიას სათხოვარი. 3.სათამაშო ყალიონი. გაააკეთეს ტექსტის ანალიზი. შეადგინეს გეგმა. .
- Get link
- X
- Other Apps
მათემატიკა 7.12.2018 წელი თემა:რიცხვების გაორმაგება. მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ რიცხვების გაორმაგებას.გაორმაგების მოქმედების დემონსტრირებას. მოსწავლეებმა გააორმაგეს რიცხვები.ასევე გაორმაგება ჩაწერეს რიცხვების შეკრების სახით.მაგ:4+4=8, მაგ:გააორმაგეს ერთი ათეული,მიიღეს ორი ათეული,ორი ათეული კი რამდენია?(20) და ა.შ
- Get link
- X
- Other Apps
ქართული ენა 3.12.2018 წელი თემა: აკაკი გელოვანის მოთხრობა ,,ციყვის სტუმრები". მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზსს.აზროვნებისა და მეტყველების განვითარებას. მოსწავლეებმა სურათის მიხედვით შეადგინეს ზეპირი თხზულება.ტექსტი წაიკითხეს პაუზებით.კითხვების საშვალებით გააკეთეს ტექსტის ანალიზი.
- Get link
- X
- Other Apps
ქართული ენა 27.11.2018 წელი თემა: ჭაღარა წვიმა მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის კითხვას და ანალიზს.კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების ფორმირებას. შედეგების კოდი:II 2. II 3. II 4. II 6. მოსწავლეებმა წაიკითხეს მოთხრობა და გააკეთეს ანალიზი.დავსვი კითხვა-როგორი ადამიანია ჭაღარა? შეავსეს გონებრივი იერიშის რუკა და გაარკვიეს ვინ შეიძლება იყოს ,,ჭაღარა". დავსვი ანალიზზე,სინთეზზე და გამოყენებაზე კითხვები. მაგ:1.წელიწადია რომელი დროა აღწერილი ამ მოთხრობაში? 2.როგორ არის მოთხრობაში აღწერილი ზამთრის მოახლოება? 3.როგორ არის აღწერილი ბაბუა? 4.რას ნიშნავს ,,თეთრწვერა ზამთარი?' 5.როგორი წვიმაა ,,თოვლგარეული?'' 6.კიდევ რას ეძახიან თოვლგარეულ წვიმას? 7.რატომ უწოდა მწერალმა ამ მოთხრობას ,,ჭაღარა წვიმა?'