მათემატიკა 31.05.2019 წელი თემა: რიცხვთი გამოსახულება მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ რიცხვითი გამოსახულების წაკითხვას, შედგენას და მისი მნიშვნელობის პოვნის უნარის განვითარებას. რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობების პოვნა შეკრებისა და გამოკლების თვისებებთანაა დაკავშირებული. მოსწავლეებისათვის სიახლეა ფრჩხილების შემცველი რიცხვითი გამოსახულებები. მოსწავლეებმა შეასრულეს მაგალითები. მოსწავლეებმა შეასრულეს ჯერ ფრჩხილებში მოთავსებული მოქმედებება და შემდეგ სხვა მოქმედება. წრის მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.
Posts
Showing posts from May, 2019
- Get link
- X
- Other Apps
ქართული ენა 28.05.2019 წელი თემა:ქ.ჭილაშვილის მოთხრობა ,,ჩიტები გამებუტნენ". მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზსს, ლიტერატურული პერსონაჟების დახასიათებას. მოსწავლეებმა შეავსეს სქემა. მასწავლებელმა დაფაზე დახაზა წრე, სადაც ჩაწერა სიტყვა ,,ჩიტი".მოსწავლეებმა ჩამოწერეს ჩიტების სახელები. მოსწავლეებმა ტექსტი წაიკითხეს პაუზებით: I პაუზა--- ,,ჩემს დაყრილ საკენკს არ ეკარებიან", II პაუზა-------- ,,მაშ რატომ არ კენკავენ?, III პაუზა- ,,მე კი იმდენი ნამცეცი დავუყარე, ყველას ეყოფა". ნაწილ-ნაწილ, მთლიანად,როლებად. გაანალიზეს მოცემული ტექსტი.ყურადრება გამახვილდა და გაანალიზდა წინადადება: ,,ჩიტებმაც იციან საკუთარი ძალ-ღონით მოპოვებული ლუკმის გემო".გაირკვა მისი დედააზრი,გაავლეს პარალელი მოსმენილთან,ნანახთან,წაკითხულთან. დაახასიათეს პერსონაჟები, გამოიტანეს დასკვნა: თითქმის ყველა მოქმედი პირის საქციელი მისაბაძია. შე
- Get link
- X
- Other Apps
ქართული ენა 21.05.2019 წელი თემა: ი.გოგებაშვილის ,,ფარშავანგი". მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზს. საკუთარი აზრის დასაბუთებას. მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი.გამოვიყენეთ როლური კითხვა. მოსწავლეების დახმარებით აიხსნა უცხო სიტყვები.მივაწოდე ინფორმაციია ფარშავანგის შესახებ.,,ფარშავანგი გავრცელებულია აზიის ქვეყნებში, საქართველოში მას შეიძლება შევხვცდეთ როგორც დეკორატიულ ფრინველს,ძალზე ლამაზია:თავის,კისრის,მკერდის ნაწილი შეფერილი აქვს ლურჯად, ზურგი- მწვანედ, მუვისცელი შავად, დაფარულია ლამაზინკოპლებით, ზომა-120/130 სმ, კუდისა- 45 სმ, წონა აღწევს 4,3 კგ-ს, ბუმბულის სიგრძე აღწევს 120 სმ-ს,ბინადრობს ბუჩქნარში, მდინარეთა ნაპირებზე.დებს 5-6 კვერცხს.იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. დვსვი საანალიზო კითხვები: 1.როგორ არის აღწერილი ფარშავანგი? 2.რამ გააოცა პირველი მგზავრი?რა მოეწონა ამ ფრინველის?
- Get link
- X
- Other Apps
მათემატიკა 17.05.2019 წელი თემა: ვიპოვოთ უცნობი შესაკრები, გამოვიყენოთ შეკრების თვისებები. მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ უცნობი შესაკრების პოვნას და შეკრების თვისებების გამოყენების უნარის განვითარებას. მოსწავლეებს აუხსენი,რომ მეორე კლასის სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს შეკრების გადანაცვლებისა და ჯგუფდებადობის თვისებების გამოყენებას რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის გამოსათვლელად. ამ თვისებების გამოყენება მუდმივად სდევს შეკრების მოქმედებებისჩატარებასთან დაკავშირებულ აქტივობებს. მოსწავლეებმა დაასახელეს შეკრების კომპონენტები, თქვეს წესები თუ როგორ იპოვონ უცნობი შესაკრები, ამოხსნეს მაგალითები და გამოიყენეს შეკრების თვისებები.
- Get link
- X
- Other Apps
ქართული ენა 14.05.2019 წელი თემა: ი.გოგებაშვილის ,,კეთილი ამხანაგები“. მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის კითხვას და ანალიზს. ჩამოაყალიბებენ საკუთარ აზრს. დაახასიათებენ მოქმედ პირებს გარეგნობით და ხასიათით. მოსწავლეებმა შეავსეს სქემა. ჩამოწერეს თუ რას ნიშნაბს ,,კეთილი“ და ,,ბოროტი“.ტექსტი წაიკითხეს პაუზებით.ყოველი პაუზის შემდეგ მასწავლებელი სვავს შეკითხვას და ანალიზს უკეთებენ წინა პაუზის დროს გამოთქმულ ვარაუდებს. აიხსნა უცხო სიტყვები მოსწავლეების დახმარებით. ჩავატარე გამოკრებითი კითხვა.მოსწავლეებს დაურიგე ბარათები სიტყვებით და სიტყვათა შეხმებით.დაძებნონ ტექსტში მათი შესატყვისი ფორმები და ამოწერონ ბარათის მეორე მხარეს. 1. არაფრად აგდებდა (აბუჩად აგდებდა) 2. სამაგიეროს გადამიხდიან (ჯავრს ამოიყრიან) 3. ეშინია (გულში შიშობს) 4. შეებრალა (გული სიბრალულით აევსო) 5.ამშვიდებდა (ანუგეშებდა) 6. ატირდა (თვ
- Get link
- X
- Other Apps
მათემატიკა 10.05.2019 წელი თემა: გამოვაკლოთ ერთნიშნა რიცხვი. მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ორნიშნა რიცხვის პოზიციურ სისტემაში წარმოდგენის გამოყენებას რიცხვის გამოკლებისას.უკუთვლის გამოყენება გამოკლებისას.მარტივი საილუსტრაციო ამოცანების ამოხსნის უნარის განვითარება. მოსწავლეებმა გამოიყენეს 1-ის ბიჯით უკუთვლა,რიცხვითი სხივი. ამოხსნეს მაგალითები: 57-2= 54-3= 72-3= 83-2= და ა. შ.
- Get link
- X
- Other Apps
ქართული ენა 7.05.2019 წელი თემა: ო.იოსელიანის მოთხრობა: ,,ირმები და ტურა". მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზს.აზროვნებისა და მეტყველების განვითარებას, მოქმედი პერსონაჟების დახასიათებას. მოსწავლეებმა ისაუბრეს მეგობრობის შესახებ.დაფაზე დაწერილ ნაწყვეტებს დაარქვეს სათაური.,,მეგობრობა". ტექსტი წაიკითხეს პაუზებით. I პაუზა: სამი აბზაცის შემდეგ. II პაუზა: მეოთხე აბზაცის შემდეგ. მოსწავლეების დახმარებით აიხსნა უცხო სიტყვები.დაისვა პირველი დონის კითხვები: რა მოუკითხა ირემმა ირემს? რა ქნა მეორე ირემმა? რას ელოდნენ ირმები მოუთმენლად? რა იკითხა გაოცებულმა ტურამ? რა უპასუხეს ირმებმა? ნეკერი ძალიან ბევრი ჰქონდათ ირმებს? ლუკმის შოვნა ძალიან ძვირი უჯდებოდათ მტაცებლებს? გაარკვიეს რომ ზღაპარში მთავარია ,,მეგობრობა".ისწავლეს ანდაზა: ,,მგელს მგლობა შეერქვა, ტურამ ქვეყანა დააქცია". მოსწავლეებმა ერთმანეთს
- Get link
- X
- Other Apps
მათემატიკა 3.05.2019 წელი თემა: ერთნიშნა რიცხვის მიმატება მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა ხერხით მიმატებას, რიცხვითი სხივის გამოყენებითორნიშნა რიცხვისადმი ერთნიშნა რიცხვის მიმატების გააზრებას. მოსწავლეებმა შეასრულეს მაგალითები, გამოსახეს რიცხვითი სხივი და თვლის გამოყენებით მოცემულ რიცხვს მიუმატეს ერთნიშნა რიცხვი.