ქართული ენა
                                              7.05.2019 წელი

          თემა: ო.იოსელიანის მოთხრობა: ,,ირმები და ტურა".
          მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზს.აზროვნებისა და მეტყველების განვითარებას, მოქმედი პერსონაჟების დახასიათებას.
       მოსწავლეებმა ისაუბრეს მეგობრობის შესახებ.დაფაზე დაწერილ ნაწყვეტებს დაარქვეს სათაური.,,მეგობრობა". ტექსტი წაიკითხეს პაუზებით.
I პაუზა: სამი აბზაცის შემდეგ.
II პაუზა: მეოთხე აბზაცის შემდეგ.
    მოსწავლეების დახმარებით აიხსნა უცხო სიტყვები.დაისვა პირველი დონის კითხვები:

  • რა მოუკითხა ირემმა ირემს?
  • რა ქნა მეორე ირემმა?
  • რას ელოდნენ ირმები მოუთმენლად?
  • რა იკითხა გაოცებულმა ტურამ?
  • რა უპასუხეს ირმებმა?
  • ნეკერი ძალიან ბევრი ჰქონდათ ირმებს?
  • ლუკმის შოვნა ძალიან ძვირი უჯდებოდათ მტაცებლებს?
გაარკვიეს რომ ზღაპარში მთავარია ,,მეგობრობა".ისწავლეს ანდაზა: ,,მგელს მგლობა შეერქვა, ტურამ ქვეყანა დააქცია".
    მოსწავლეებმა ერთმანეთს დაუსვეს შეკითხვები ერთმანეთს:
  • რატომ მიართვა ირემმა ირემს ბალახი?
  • როგორ გადაუხადა მან სამაგიერო?
  • რამ გააკვირვა ტურა?
  • რა პასუხი გასცა ირმებმა ტურას?                                                                                                გამოიტანეს დასკვნა თუ რისი თქმა სურდა მწერალს: ,,დიდია სიყვარულით მიძღვნილის ფასი, თუნდ ეს ძღვენი მცირედი იყოს, რასაც ვერ გაიგებენ ძუნწი და გაუმაძღარი ადამიანები".                                                                                                                  დაახასიათეს ირმები ( ყურადღებიანი, მეგობრულები, კეთილები, მცირდითაც კმაყოფილი,მოსიყვარულეები).                                                                                           ტურა (გაუმაძღარი, მხოლოდ თავის მუცელზე ფიქრობს, არ იცის მეგობრობის,სიკეთის, ყურადღების ფასი, არის ცბიერი და მოხეხებული.)                        წრის მუშაობა საინტერესოდ წარიმართა მოსწავლეები კმაყოფილები  დარჩნენ. 







Comments

Popular posts from this blog