Posts

Showing posts from January, 2019
Image
                                         ქართული ენა                                           29.01.2019 წელი    დღეს ჩავატარე ,,კითხვისა და გააზრების" წრის მუშაობის პირველი მეცადინეობა.    თემა: ჭ.ამირეჯიბის მოთხრობა ,,დროის ფასი".    მიზანი: მოსწავლე შეძლებს ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზს, აზროვნებისა და მეტყველების განვითარებას.        მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში და  გააკეთეს ,,გონებრივი იერიშის" რუკა.სადაც დაწერეს რა იცოდნენ ,,ციყვის" შესახებ.      მოსწავლლებმა წაიკითხეს ტექსტი პაუზებით. აიხსნა უცხო სიტყვები მოსწავლეთა დახმარებით. წაიკითხეს ტექსტიდან ისეთი ადგილები, სადაც აღწერილია: ა) როგორ უმასპინძლა ციყვმა ჭრიჭინას. ბ)თაგუნიას სათხოვარი. გ) ჭრიჭინას საყვედური.დაისვა ანალიზზე,სინთეზზე და გამოყენებაზე  ორიენტირებული კითხვები. მოსწავლეებმა ტექსტის მიხედვით დაახასიათეს ციყვი,თაგუნა და ჭრიჭინა.    წრის მუშაობა მეტად საინტერესო იყო.

ნორჩი მკითხველების პირველი მეცადინეობა (მეორე სემესტრი).

Image
                                                   28.01 2019 წელი       დღეს ჩავატარე ,,ნორჩი მკითხველების" პირველი მეცადინეობა მეორე სემესტრის.მოსწავლეებს გავაცანი წრის მუშაობის გეგმა.       კიდევ ერთხელ შევაჯამეთ წინა სემესტრის წრის მუშაობა.

ნორჩი მკითხველების სამუშაო პროგრამა (მეორე სემესტრი)

                                                                                                                                                                                                     ნორჩი მკითხველები (მხატვრული წრე) წრის მიზანი : მხატვრული კითხვის წრე მიზნად ისახავს მოსწავლეებში მხატვრული კითხვის უნარ - ჩვევების განვითარებას , რაც გულისხმობს : ინტონაცია – ჟესტიკულაციას , მახვილის , რიტმის , პაუზის , და სხვა მხატვრული გამომსახველობითი საშუალებების შესწავლას და გამოყენებას ლექსის თქმისას . სამიზნე ჯგუფი : მხატვრული კითხვის წრეში გაერთიანებულნი არიან მე –2 კლასის მოსწავლეები . მეცადინეობები ჩატარდება ორშაბათობით. წრის სამუშაო პროგრამა              ძირითადი საკითხები : 1.       ტექსტის მხატვრული წაკითხვა გამომეტყველებით. 2.       მურმან ლებანიძის პოეზიის გაცნობა. 3.       მურმან ლებანიძის ლექსი ,,უფლისციხესთან“. 4.       ლექსში ავტორის   განწყობის ამოცნობა ; 5.       წყვილში მხატვრული კითხვა.     
Image
                                        მათემატიკა (მეორე სემესტრი)                                         25.01.2019 წელი      თემა:ათეულები      მიზანი:მოსწავლე შეძლებს მრგვალი ათეულების ჩაწერას და წაკითხვას. მოსწავლეებმა ზეპირად დაასახელს მრგვალი ათეულები.ჩაწერეს და წაიკითხეს.შესრულეს მოქმედებები შეკრება-გამოკლებაზე.
      წრის დასახელება:   კითხვისა და გააზრების წრე.     მიზანი: კითხვისა და გააზრების წრე მოსწავლეებს დაეხმარება იმაში,რომ გაიუმჯობესონ კითხვისა და გააზრების უნარები.შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები,რამდენად შეუძლიათ კარგი კითხვა და შეუძლიათ თუ არა ზეპირად გადმოსცენ წაკითხულით აღძრული განცდები, შთაბეჭდილებები.                                               II -კლასი                      201 9 სასწავლო წლის პროგრამა (მეორე სემესტრი.)          მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ სამშაბათობით. N თარიღი                    თემის დასახელება საათების რაოდენობა 1 29.01 ჭ.ამირეჯიბის მოთხრობა ,,დროის ფასი“.          1 2 5.02 სულხან-საბა ორბელიანი. ,,უტკბესი და უმწარესი“.          1 3 12.02 სიძუნწე (იაპონური ზღაპარი).          1 4 19.02 ნ.აღნიაშვილის მოთხრობა ,,ასე მოუხდებათ“.          1 5 26.02 ც.ქიტიაშვილის ლექსი ,,ბიჭობა განა ღონეა!“