ქართული ენა
                                          29.01.2019 წელი
   დღეს ჩავატარე ,,კითხვისა და გააზრების" წრის მუშაობის პირველი მეცადინეობა.
   თემა: ჭ.ამირეჯიბის მოთხრობა ,,დროის ფასი".
   მიზანი: მოსწავლე შეძლებს ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზს, აზროვნებისა და მეტყველების განვითარებას.
       მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში და  გააკეთეს ,,გონებრივი იერიშის" რუკა.სადაც დაწერეს რა იცოდნენ ,,ციყვის" შესახებ.
     მოსწავლლებმა წაიკითხეს ტექსტი პაუზებით. აიხსნა უცხო სიტყვები მოსწავლეთა დახმარებით. წაიკითხეს ტექსტიდან ისეთი ადგილები, სადაც აღწერილია: ა) როგორ უმასპინძლა ციყვმა ჭრიჭინას. ბ)თაგუნიას სათხოვარი. გ) ჭრიჭინას საყვედური.დაისვა ანალიზზე,სინთეზზე და გამოყენებაზე  ორიენტირებული კითხვები. მოსწავლეებმა ტექსტის მიხედვით დაახასიათეს ციყვი,თაგუნა და ჭრიჭინა.
   წრის მუშაობა მეტად საინტერესო იყო.




Comments

Popular posts from this blog

ქართული ენა

,,კითხვისა და გააზრების" წრე

,,კითხვისა და გააზრების " წრე