ქართული ენა
                                              5.02.2019 წელი
გაკვეთილის თემა: სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი ,,უტკბესი და უმწარესი“.
                         მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ იგავ-არაკზე, როგორც ლიტერატურულ ჟანრზე დაკვირვებას. ტექსტის კითხვას და ანალიზს, არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევების განვითარებას.
        მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი.აიხსნა უცხო სიტყვები. დაფაზე დახაზეს და შეავსეს გონებრივი იერიშის რუკა.დაახასიათეს როგორი შეიძლება იყოს სიტყვა (ტკბილი, მწარე, მოკლე, ხმამაღალი, გრძელი). დაწერეს სიტყვათა წყვილები.მაგ: ტკბილი-- უტკბესი, მწარე-- უმწარესი, ლამაზი-- ულამაზესი. და ასე შემდეგ.
     უპასუხეს კითხვებს და გააკეთეს ანალიზი.ყურადრება გამახვილდა იგავ-არაკზე, როგორც ლიტერატურული ჟანრის სპეციფიკაზე, რომ მოკლედ არის დაწერილი და მწერალი პირდაპირ არ გვეუბნება თავის სათქმელს,ხშირად იგავ-არაკის პერსონაჟები ცხოველები და ფრინველები არიან,მაგრამ იგულისხმებიან ადამიანები.მოსწავლეებმა იგავ-არაკი შეადარეს ზღაპარს, მოთხრობას.გაანალიზეს აგრეთვე ანდაზები: ,,ტკბილი სიტყვით მთას ირემი მოიწველაო“, ,,ხმალზე უფრო უკეთა ჭრის პატარა და რბილი ენა“.
   წრის მუშაობა საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.





Comments

Popular posts from this blog