მათემატიკა
8.02.2019 წელი
გაკვეთილის თემა: რიცხვები 60- მდე.
მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ 60-- მდე რიცხვების ჩაწერას, წაკითხვას, ჩაწერისა და წაკითხვის დემონსტრირებას ათეულებისა და ოცეულობის გამოყოფის საშუალებით.ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების გარჩევას.
მოსწავლეებმა დაწერეს რიცხვები 60--მდე, წაიკითხეს, გამოყვეს რიცხვებში ათეულები და ერთეულები.რიცხვებიდან გამოყვეს ოცეულები.
მაგ: მოცემული გვაქვს რიცხვი 48.
როგორ ჩავწეროთ ეს რიცხვი, რამდენ ათეულს და რამდენ ერთეულს შეიცავს?
48 შეიცავს 4 ათეულს და 8 ერთეულს.
48=40+8
რამდენი ოცეული გვაქვს? 2 კიდევ გვრჩება 8.მაშახადამე ორმოცდარვა არის 2 ოცეული და 8 ერთეული.
მოსწავლეებმა განიხილეს ასევე სხვა მაგალითები.
Comments
Post a Comment