ქართული ენა
                                                   12.02.2019 წელი
თემა: სიძუნწე (იაპონური ზღაპარი)
მიზანი:  მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზს.შეძლებენ ლიტერატურული პერსონაჟის დახასიათებას.
       მოსწავლეებმა წაიკითხეს ზღაპარი.გაიხსენეს რამდენგვარი იყო ზღაპარი.მოსწავლეებს დაუსვი შეკითხვა: როგორი თვისებაა სიძუნწე? როგორ ადამიანს ჰქვია ძუნწი?იმსჯელეს მოსწავლეებმა და გაიხსენეს სიძუნწის მაგალითები.ტექსტის გააზრების მიზნით დავსი შეკითხვები: მაგ. რა შეუთვალა ერთმა მეზობელმა მეორეს?
რა ჰკითხა მეზობელმა მსახურს?
რა შეუთვალა მეზობელმა ბატონს?
რა წამოიძახა აღშფოთებით ბატონმა?
რატომ არ ათხოვა მეზობელმა მსახურს ჩაქუჩი?
რა თვისება ახასიათებს გარდა სიძუნწისა პირველ მეზობელს?
რატომ გაბრაზდა მსახურის ბატონი?
როგორ ფიქრობთ, რომელი მეზობელი იყო უფრო ძუნწი?
პირველ მეზობელს მეორისათვის წერილი რომ გაეგზავნა,რას ჩაწერდა?
მეორე მეზობელი რას უპასუხებდა? და ა.შ
      წაიკითხეს ანდაზა, იმუშავეს ასევე სინონიმებზე.წრის მუშაობა ძალიან საინტერესო იყო.ბავშვები კმაყოფილნი იყვნენ. 






Comments

Popular posts from this blog

ქართული ენა

,,კითხვისა და გააზრების" წრე

,,კითხვისა და გააზრების " წრე