Posts

Showing posts from March, 2019
Image
                                                 მათემატიკა                                                  29.03.2019 წელი          თემა: შიგა და გარე საზღვრის წერტილები.          მიზანი: მოსწავლე შეძლებს განასხვავოს ფიგურის შიგა, გარე და საზღვრის წერტილები. მიუთითოს ფიგურის საზღვარი, ფიგურათა საერთო წერტილები, დახვეწოს და გაიღრმავოს გეომეტრიული წარმოდგენები.        მოსწავლეებმა დაფაზე დახაზეს წრე, სამკუთხედი.აღნიშნეს მაზსე წერტილები შიგა, გარე და საზღვრის წერტილები.ამოხსნეს ამოცანები.       
Image
                                        ქართული ენა                                         26.03.2019 წელი     თემა: ა.აბულაძის ,,აი ია".     მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ ლექსის წაკითხვას და ანალიზს. პოეტური ტექსტის აღქმას.      მოსწავლეებმა დაასახელეს გაზაფხულის მახარობელი ყვავილები: (ენძელა, ია, ყოჩივარდა.) მოსწავლეები გაეცვნენ ლეგენდას იის შესახებ.ლეგენდის მიხედვით დაახასიათეს თუ როგორია  ,,ია".შეავსეს დაფაზე ასოციაციური რუკა.     წაიკითხეს ლექსი ინდივიდუალურად. წყვილიში.იმუშავეს გამომეტყველებით კითხვაზე.გაანალიზეს წაკითხული ლექსი.დავსი კითხვები: 1. რას ადარებს პოეტი იას? რატომ? 2.რის მაცნეა ია? 3. რა უხარია პოეტს? 4.რომელი სიტყვებით არის გადმოცემული იის დანახვით გამოხატული სიხარული? 5. რა ეჩქარება პოეტს?     მოსწავლეები მსჯელობენ და გამოთქვავენ თავიანთ აზრს.     ასევე დააკვირდნენ სიტვა ,,იას" მნიშვნელობას წინადადებაში. 1. ,,ია გაზაფხულის ყვავილია ". 2   ,, ია პატარა გოგონაა". ორივე წინადადებაში სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს.პირველ წინადადებაში

ნორჩი მკითხველების მერვე მეცადინეობა

Image
                                         25.03.2019 წელი თემა: რიტმი და მისი ფუნქციები.
Image
                                              მათემატიკა                                               22.03.2019 წელი       თემა: ამოვხსნათ ამოცანები      მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ამოცანის შედგენილობის გააზრებას, მოკლე ჩაწერას, პირობისა და კითხვის გამოყოფის უნარის განვითარებას.         მოსწავლეებმა ამოხსნეს ამოცანები. ჩაწერეს მოკლედ და იმსჯელეს.
Image
                                                            ქართული ენა                                               19.03.2019 წელი        თემა: ქეთევან ჭილაშვილის მოთხრობა ,,ჩურჩხელა“.        მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის კითხვას და ანალიზს.საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას.საკუტარი აზრის ჩამოყალიბებას.       მოსწავლეებმა შეადგინეს ზეპირი თხზულება სურათის მიხედვით.გამოიცვნეს გამოცანა. ,, კნატა-კნუტა თხილის გულსა    კნაჭა-კრუჭა ქურქი მოსავს.    ვის მიართმევთ?-კბილიანსა,    რაში უნდა უკბილოსა!“                                      (ჩურჩხელა)         მოთხრობა წაიკითხეს პაუზებით. I პაუზა: ,,გაუწოდა შვილისვილს ჩურჩხელა“.                                                                       II პაუზა: ,,თავისი კუდრაჭა შვილიშვილი“. აიხსნა უცხო სიტყვები,ასევე წაიკითხეს ტექსტი გამოკრებით,როლურად (ბებია, ტასიკო, ავტორი). გააკეთეს ტექსტის ანალიზი.შეძლეს კითხვებზე პასუხის გაცემს სათანადო დასაბუთებით.შეაფასეს ტასოსა და ბებიას მოქმედება.       გაიხსენეს ანდაზა რომ

ნორჩი მკითხველების მეშვიდე მეცადინეობა

Image
                                                       18.03.2019 წელი თემა:პაუზის ფუნქცია.
Image
                                               მათემატიკა                                                15.03.2018 წელი        თემა: რიცხვის უახლოესი ათეული, ოცეული.       მიზანი: რიცხვის უახლოესი ათეულის და ოცეულის დასახელებისა და რაოდენობის შეფასების უნარის განვითარება.      მოსწავლეებმა დაითვალეს 10-ის ბიჯით.10,20, 30, 40, 50, 60, 70, 80, 90, 100.დაასახელეს რიცხვების უახლოესი ათეული.მაგ: 17-ის უახლოესი ათეულია 20.  28-ის უახლოესი ათეულია 30. 32-ის უახლოესი ათეულია 30. 42-ის უახლოესია ათეულია 40. და ა შ. მოსწავლეებმა დაითვალეს ასევე 20-ის ბიჯით.  20, 40, 60, 80, 100.დაასახელეს რიცხვის უახლოესი ოცეული.    მაგ:47-ის უახლოესი ოცეულია  40.           58-ის უახლოესი ოცეულია  60.           75-ის უახლოესი ოცეულია   80. და ა შ.            
Image
                                                 ქართული ენა                                                  5.03.2018 წელი         თემა:შ.ასანიშვილის ,,ლამაზი დედა".         მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზს,ლოგიკური მხჯელობის უნარის განვითარებას.     მოსწავლეები კითხულობენ დაფაზე დაწერილ ფრაზას: ,,დედაჩემი ის არის,ვინც ყველაზე ლამაზია". გაიხსენეს რომელი მოთხრობიდან იყო ეს სიტყვები და იმსჯელეს რატომ არის დედა ყველაზე უკეთესი,შეიძლება იყოს თუ არა დედა ულამაზო.(წყვილებში მუშაობა).       მოსწავლეებმა ტექსტი წაიკითხეს პაუზებით: I პაუზა-- ,,მე დედაჩემს დავხატავ". II პაუზა-- ,,ჩანთები დააჭერინეს". III პაუზა--- ,,ეზოში ძია სოსო,რომ არ გამოჩენილიყო." IV პაუზა--,,დარცხვენილები გაეშურნენ შინისაკენ".    თითოეული პაუზის შემდეგ მოსწავლეები გამოთქვამდენ თავიანთ ვარაუდებს.დაისვა კითხვები. იმსჯელეს როგორი იყო მოთხრობა:  ( ა.) სახალისო და დამაფოქრებელი.   ბ. მოსაწყენი და სევდიანი.   გ. სახალისო და გასართობი. მოსწავლეებმა

ნორჩი მკითხველების მეექვსე მეცადინეობა

Image
                                                      4.03.2019 წელი           თემა: მახვილი.მახვილის ფუნქცია.           ჩავატარეთ ნორჩი მკითხველების მეხუთე მეცადინეობა.ყურადღება გამახვილდა მურმან ლებანიძის ლექსებში მახვილზე და მის ფუნქციაზე.
Image
                                                                                            მათემატიკა                                                           1.03.2019 წელი     თემა: რიცხვის უახლოესი ხუთეული.     მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ რიცხვის უახლოესი ხუთეულის დასახელებას და რაოდენობის შეფასების უნარის განვითარებას.     მოსწავლეებმა დაითვალეს 5-ის ბიჯით.მაგ:5, 10, 15, 20 და ა შემდეგ.მოსწავლეებმა საგანთა ჯგუფში გამოყვეს ხუთეულები. დავსვი კითხვები:   1). რამდენი ხუთეულის გამოყოფა შევძელით?   2). კიდევ რამდენი ჩხირი დაგვრჩა?   3). რომელ ,,ხუთეულთან" უფრო ახლოს არის ეს რაოდენობა 15-თან თუ 20 თან?   4). რომელია უახლოესი ხუთეული?          მოსწავლეებმა დაასახელეს მოცემული რიცხვების უახლოესი ხუთეულები:17, 22, 26, 32, 37, 47, 49, 55 და ა შემდეგ.           მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული წრის მუშაობაში.