მათემატიკა
1.03.2019 წელი
თემა: რიცხვის უახლოესი ხუთეული.
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ რიცხვის უახლოესი ხუთეულის დასახელებას და რაოდენობის შეფასების უნარის განვითარებას.
მოსწავლეებმა დაითვალეს 5-ის ბიჯით.მაგ:5, 10, 15, 20 და ა შემდეგ.მოსწავლეებმა საგანთა ჯგუფში გამოყვეს ხუთეულები. დავსვი კითხვები:
1). რამდენი ხუთეულის გამოყოფა შევძელით?
2). კიდევ რამდენი ჩხირი დაგვრჩა?
3). რომელ ,,ხუთეულთან" უფრო ახლოს არის ეს რაოდენობა 15-თან თუ 20 თან?
4). რომელია უახლოესი ხუთეული?
მოსწავლეებმა დაასახელეს მოცემული რიცხვების უახლოესი ხუთეულები:17, 22, 26, 32, 37, 47, 49, 55 და ა შემდეგ.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული წრის მუშაობაში.
Comments
Post a Comment