ქართული ენა
5.03.2018 წელი
თემა:შ.ასანიშვილის ,,ლამაზი დედა".
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზს,ლოგიკური მხჯელობის უნარის განვითარებას.
მოსწავლეები კითხულობენ დაფაზე დაწერილ ფრაზას: ,,დედაჩემი ის არის,ვინც ყველაზე ლამაზია". გაიხსენეს რომელი მოთხრობიდან იყო ეს სიტყვები და იმსჯელეს რატომ არის დედა ყველაზე უკეთესი,შეიძლება იყოს თუ არა დედა ულამაზო.(წყვილებში მუშაობა).
მოსწავლეებმა ტექსტი წაიკითხეს პაუზებით:
I პაუზა-- ,,მე დედაჩემს დავხატავ".
II პაუზა-- ,,ჩანთები დააჭერინეს".
III პაუზა--- ,,ეზოში ძია სოსო,რომ არ გამოჩენილიყო."
IV პაუზა--,,დარცხვენილები გაეშურნენ შინისაკენ".
თითოეული პაუზის შემდეგ მოსწავლეები გამოთქვამდენ თავიანთ ვარაუდებს.დაისვა კითხვები. იმსჯელეს როგორი იყო მოთხრობა:
( ა.) სახალისო და დამაფოქრებელი.
ბ. მოსაწყენი და სევდიანი.
გ. სახალისო და გასართობი.
მოსწავლეებმა ტექსტი წაიკითხეს გამოკრებით,გაგრძელებით,როლებში.ტექსტი წარმოადგინეს სურათების სახით და თითოეულ სურათს შეურჩიეს სახელწოდება:დედების დახატვა, გოგონების დავა,შეკითხვა,ძია სოსოს სიტყვები.
გააკეთეს ტექსტის ანალიზი.იმსჯელეს ძია სოსოს სიტყვებზე: ,,დედები საერთოდ,ლამაზები არიან,ყველაზე ლამაზი დედა კი ისაა, ვისაც ჭკვიანი და ზრდილი შვილი ჰყავს".დაწერეს წინადადება: ,,კიდევ ბევრჯერ გაგითენდეს,დედავ, მარტის დილა."
Добавьте подпись |
Comments
Post a Comment