ქართული ენა
                                                   16.04.2019 წელი

     თემა: ნ.დუმბაძის ლექსი ,, გაზაფხული".
    მიზანი: მოსწავლე შეძლებს პოეტური ტექსტის აღქმას.გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის დაუფლებას და ბუნების მოვლენების აღწერას.

  მოსწავლეებმა შეადგინეს ზეპირი თხზულება ,,გაზაფხული", სადაც ისაუბრეს როგორ იცვლება ბუნება, რომელი ფერები სჭარბობს, როგორი ამინდია.
  დაფაზე დახაზეს გონებრივი იერიშის რუკა და დაწერეს თუ როგორი შეიძლება იყოს გაზაფხულის წვიმა?(კოკისპირული, შხაპუნა, თქორი, მერეხი, ჟუჟუნა, დელგმა, ჟინჟლი.თავსხმა,თქეში.)
  მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსი, აიხსნა მათი დახმარებით უცხო სიტყვები.გააკეთეს ტექსტის ანალიზი.დაისვა კითხვები:


  • როგორ აღწერს პოეტი ჭექა-ქუხილს?
  • რა იგულისხმება ,,თეთრ სისხლში"?
  • როგორ შეიცვალა ბუნება მეორე დღეს?
  • რომელმა ხემ გვამცნო გაზაფხულის დადგომა?
  • როგორ აღწერს პოეტი გაზაფხულის დადგომას?
    აიხსნა გაზაფხულისათვის დამახასიათებელი წვიმის ლექსიკური ერთეული. მოსწავლეები გაეცვნენ გაზაფხულის თითოეულმა თვემ საიდან მიიღო თავისი სახელწოდება.
   მარტი- სახელწოდება მიიღო რომაული ღვთაება მარსიდან,რომელიც იყო ომის ღმერთი.
   აპრილი- სახელწოდება მოდის ლათინური სიტყვიდან -აპრირე-გახსნა ამ თავიდან იწყებოდა რომში გაზაფხული.
  მაისი- სახელწოდება წარმოსდგება რომაელი ქალღმერთი მაიადან, რომელიც იყო განახლებული ბუნების ღვთაება.
  მოსწავლეებმა შეავსეს სქემა:

რა ვიცოდი
რა გავიგე
რა მინდა ვიცოდე
1.გაზაფხულის მახარობელი ყვავილები.
2.როგორ იცვლება ბუნება გაზაფხულზე.
1.საიდან წარმოსდგება გაზაფხულის სახელწოდება.
2.წვიმის სხვადასხვა სახე.
1.გაზაფხულის მახარობელი ფრინველები.
2.რომელი ფრინველები მოფრინავენ თბილ ქვეყნებში.


წრის მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.






  

Comments

Popular posts from this blog

,,კითხვისა და გააზრების " წრე

ქართული ენა