ქართული ენა
                                                         30.04.2019 წელი
   თემა: ჩიტბატონა (ფრანგული ზღაპარი)
   მიზანი: მოსწავლე შეძლებს ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზს.

      მოსწავლეებს დაფაზე დაუწერე ლექსის სტრიქონები არეული სახით, მოსწავლეებს ვთხოვე დაალაგონ ისე რომ მიიღონ გამოცანა და გამოიცნონ:
       1. ამ უცნაურ გამოცანას
       2 . დაჯდება და -კატა.
       3. ტყის გრილ ნიავს ვატან,
       4. დაფრინავს და ფრინველია,
                                     (  1, 3, 4, 2 ----- ბუ)
     მივაწოდე ბუზე ინფორმაცია: ბუ ღამის მტაცებელი ფტინველია, აქვს დიდი თავი, დიდრონი თვალები და მოგრძო, მოკაუჭებული ნისკარტი.
       მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი პაუზებით:I პაუზა- ,,მაშინ ჩიტბატონამ თქვა, მე გავფრინდებიო", II პაუზა- ,,თორემ ბუმბული სულ დაგეწვება", III პაუზა----- ,,ბუმბული სულ შემოეწვა", IV პაუზა --    ,,ბუმ ვერ გაიმეტა მისთვის ბუმბული",  V პაუზა ,,ისევ ფუღუროში შეაგდეს". აიხსნა უცხო სიტყვები.
     გააკეთეს ტექსტის ანალიზი:

  • რატომ თქვეს ფრინველების დახმარებაზე უარი დახმარებაზე ?
  • რა თქვა მაშინ ჩიტბატონამ?
  • რა დარიგება მისცა ღმერთმა ჩიტბატონას?
  • როდის აჩქარდა ჩიტბატონა?
  • როგორ დაეხმარენ მას ფრინველები?
  • რომელმა ფრინველმა ვერ გაიმეტა ბუმბული?
  • როგორ მოექცნენ ბუს ფრინველები?
  • რა ბედი ეწია ბოლოს ბუს?                                                                                                             მოსწავლეებმა შეავსეს  ვენის დიაგრამა. შეადარეს ერთმანეთს ჩიტბატონა და ბუ იპოვეს მსგავსება და განსხვავება.შეავსეს ტესტი და აღნიშნეს, რომ ტექსტში მთავარია სიკეთის ძალა.  მოსწავლეებმა დახატეს ჩიტბატონა და ბუ.გააკეტეს გამოფენა.                                                                                                                                     წრის მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.





Comments

Popular posts from this blog

,,კითხვისა და გააზრების " წრე

ქართული ენა