ქართული ენა
                                                           23.04.2019 წელი

         თემა:ვლ.ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა!"
         მიზანი: მოსწავლე შეძლებს ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზსს.გაზაფხულის ბუნების აღწერას.

მოსწავლეებმა შეადგინეს ზეპირი თხზულება:
1.ბუნების გამოცოცხლება.
2.გაზაფხულის მახარობლები.
3.გადამფრენი ფრინველები.

  წაიკითხეს ტექსტი. კითხვის დროს ყურადღება მახვილდებოდა სწორი,შეგნებული და გამომეტყველებითი კითხვის ჩვევებზე (ტემპი, ტემბრი, პაუზა, მახვილი, ინტონაცია.) ავხსენი მოსწავლეების დახმარებით უცხო სიტყვები. დაუსვი კითხვები:

  1. რა დაიჭახჭახა შაშვმა?
  2. რა ქნეს მწერებმა? პეპლებმა? ყვავილებმა? ნაკადულმა?
  3. რა წამოიძახა გაგულისებულმა ყოჩივარდამ?
  4. როგორ მოეხმარა მუხის ფოთოლი გამოზამთრებაში?
  5. როგორ იმოქმედა მუხის ფოთოლზე ყოჩივარდას ნათქვამმა?
  6. როგორ შეხვდნენ გაზაფხულის დადგომას მწერებმა? პეპლებმა? ყვავილებმა? ნაკადულმა?
  7. რატომ გაუჭირდა ყოჩივარდას მიწიდან ამოსვლა?
  8. როგორი სიტყვებით მოიხსენია მან მუხის ფოთოლი?
  9. რატომ ეტკინა გული  მუხის ფოთოლს?
წრის მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.





Comments

Popular posts from this blog

,,კითხვისა და გააზრების " წრე

ქართული ენა