ქართული ენა
                                                         14.05.2019 წელი
     თემა: ი.გოგებაშვილის ,,კეთილი ამხანაგები“.
     მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის კითხვას და ანალიზს. ჩამოაყალიბებენ საკუთარ აზრს. დაახასიათებენ მოქმედ პირებს გარეგნობით და ხასიათით.
     მოსწავლეებმა შეავსეს სქემა. ჩამოწერეს თუ რას ნიშნაბს ,,კეთილი“ და ,,ბოროტი“.ტექსტი წაიკითხეს პაუზებით.ყოველი პაუზის შემდეგ მასწავლებელი სვავს შეკითხვას და ანალიზს უკეთებენ წინა პაუზის დროს გამოთქმულ ვარაუდებს. აიხსნა უცხო სიტყვები მოსწავლეების დახმარებით.
       ჩავატარე გამოკრებითი კითხვა.მოსწავლეებს დაურიგე ბარათები სიტყვებით და სიტყვათა შეხმებით.დაძებნონ ტექსტში მათი შესატყვისი ფორმები და ამოწერონ ბარათის მეორე მხარეს.
    1. არაფრად აგდებდა  (აბუჩად აგდებდა)
    2. სამაგიეროს გადამიხდიან (ჯავრს ამოიყრიან)
    3. ეშინია (გულში შიშობს)
    4. შეებრალა (გული სიბრალულით აევსო)
     5.ამშვიდებდა (ანუგეშებდა)
    6. ატირდა (თვალებიდან ცრემლი წასკდა)
დავსვი შეკითხვები:
    ● როგორი იყო ნინო ხასიათით? გარეგნობით?
    ● რა შეემთხვა ნინოს?
    ● როგორი ამხანაგები ყოლია ნინოს?
    ● განსაკუთრებით ვისი საქციელია მოსაწონია?
    ● ადამიანის რომელი უარყოფითი თვისებებია მოთხრობაში გაკიცხული?
მოსწავლეებმა შეავსეს ვენის დიაგრამა.დაახასიათეას ნინო და კატო, რა ჰქონდათ საერთო და რა განსხვავებული.
მოსწავლეებმა აღნიშნეს ,რომ ნინო იყო ლამაზი მაგრამ ამპარტავანი.
კატო იყო ულამაზო, მაგრამ კეთილი.
ასევე იმუშავეს ომონიმებზე და ანტონიმებზე.დაუკვირდნენ სიტყვებს: ,,ყვავილი“ , ,,ხერხი“- სხვადასხვა წინადადებაში სხვადასხვა ფორმით გვხვდებიან. მაგ: ნინოს ყვავილი შეეყარა. მინდორში გაშლილიყო მშვენიერი უსუნო ყვავილი.
ხერხი სჯობია ღონესა. ხერხი და მაჯახი სამეურნეო იარაღებია. გააკეთეს დასკვნა: რომ  ორი სხვადასხვა სიტყვა გარეგნულად ემსგავსება ერთმანეთს.







Comments

Popular posts from this blog

,,კითხვისა და გააზრების " წრე

ქართული ენა