ქართული ენა
                                                       21.05.2019 წელი
     თემა: ი.გოგებაშვილის ,,ფარშავანგი".
     მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზს.
საკუთარი აზრის დასაბუთებას.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი.გამოვიყენეთ როლური კითხვა. მოსწავლეების დახმარებით აიხსნა უცხო სიტყვები.მივაწოდე ინფორმაციია ფარშავანგის შესახებ.,,ფარშავანგი გავრცელებულია აზიის ქვეყნებში, საქართველოში მას შეიძლება შევხვცდეთ როგორც დეკორატიულ ფრინველს,ძალზე ლამაზია:თავის,კისრის,მკერდის ნაწილი შეფერილი აქვს ლურჯად, ზურგი- მწვანედ, მუვისცელი შავად, დაფარულია ლამაზინკოპლებით, ზომა-120/130 სმ, კუდისა- 45 სმ, წონა აღწევს 4,3 კგ-ს, ბუმბულის სიგრძე აღწევს 120 სმ-ს,ბინადრობს ბუჩქნარში, მდინარეთა ნაპირებზე.დებს 5-6 კვერცხს.იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით.
      დვსვი საანალიზო კითხვები:
       1.როგორ არის აღწერილი ფარშავანგი?
       2.რამ გააოცა პირველი მგზავრი?რა მოეწონა ამ ფრინველის?
       3.რა უპასუხა მან ამხანაგს?
       4. რა ჰკითხა გოგონამ დედას?
       6. რა პასუხი გასცა მას დედამ?
       7. თქვენ ვის ნათქვამს იწონებთ?
       8.ვის აზრს ეთანხმებით?(პირველი მგზავრის, მეორე მგზავრის,დედის).რატომ? დაასაბუთეთ თქვენი აზრი.
       9.როგორ ფიქრობთ ,რისი თქმა სურს ამ იგავ-არაკით მწერალს?
       10.მწერალი ვის აზრს ეთანხმება?
თუ ჩანს ეს ნაწარმოებში?
 მოსწავლეებმა შეადგინეს გაკვეთილის გეგმა.შეავსეს სქემა : ,,რა ვიცოდი ფარშავანგის შესახებ.რა გავიგე.რის გაგება მსურს.






Comments

Popular posts from this blog

,,კითხვისა და გააზრების " წრე

ქართული ენა