ქართული ენა 30.04.2019 წელი თემა: ჩიტბატონა (ფრანგული ზღაპარი) მიზანი: მოსწავლე შეძლებს ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზს. მოსწავლეებს დაფაზე დაუწერე ლექსის სტრიქონები არეული სახით, მოსწავლეებს ვთხოვე დაალაგონ ისე რომ მიიღონ გამოცანა და გამოიცნონ: 1. ამ უცნაურ გამოცანას 2 . დაჯდება და -კატა. 3. ტყის გრილ ნიავს ვატან, 4. დაფრინავს და ფრინველია, ( 1, 3, 4, 2 ----- ბუ) მივაწოდე ბუზე ინფორმაცია: ბუ ღამის მტაცებელი ფტინველია, აქვს დიდი თავი, დიდრონი თვალები და მოგრძო, მოკაუჭებული ნისკარტი. მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი პაუზებით:I პაუზა- ,,მაშინ ჩიტბატონამ თქვა, მე გავფრინდებიო", II პაუზა- ,,თორემ ბუმბული სულ დაგეწვება", III პაუზა----- ,,ბუმბული სულ შემოეწვა", IV პაუზა -- ,,ბუმ ვერ გაიმეტა მისთვის ბუმბული", V პაუზა ,,ისევ ფუღუროში შეაგდეს". აი
Posts
Showing posts from April, 2019
- Get link
- X
- Other Apps
ქართული ენა 23.04.2019 წელი თემა:ვლ.ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა!" მიზანი: მოსწავლე შეძლებს ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზსს.გაზაფხულის ბუნების აღწერას. მოსწავლეებმა შეადგინეს ზეპირი თხზულება: 1.ბუნების გამოცოცხლება. 2.გაზაფხულის მახარობლები. 3.გადამფრენი ფრინველები. წაიკითხეს ტექსტი. კითხვის დროს ყურადღება მახვილდებოდა სწორი,შეგნებული და გამომეტყველებითი კითხვის ჩვევებზე (ტემპი, ტემბრი, პაუზა, მახვილი, ინტონაცია.) ავხსენი მოსწავლეების დახმარებით უცხო სიტყვები. დაუსვი კითხვები: რა დაიჭახჭახა შაშვმა? რა ქნეს მწერებმა? პეპლებმა? ყვავილებმა? ნაკადულმა? რა წამოიძახა გაგულისებულმა ყოჩივარდამ? როგორ მოეხმარა მუხის ფოთოლი გამოზამთრებაში? როგორ იმოქმედა მუხის ფოთოლზე ყოჩივარდას ნათქვამმა? როგორ შეხვდნენ გაზაფხულის დადგომას მწერებმა? პეპლებმა? ყვავილებმა? ნაკადულმა? რატომ გაუჭირდა ყოჩივარდას მიწიდან ამოსვლა? როგორი სი
- Get link
- X
- Other Apps
ქართული ენა 16.04.2019 წელი თემა: ნ.დუმბაძის ლექსი ,, გაზაფხული". მიზანი: მოსწავლე შეძლებს პოეტური ტექსტის აღქმას.გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის დაუფლებას და ბუნების მოვლენების აღწერას. მოსწავლეებმა შეადგინეს ზეპირი თხზულება ,,გაზაფხული", სადაც ისაუბრეს როგორ იცვლება ბუნება, რომელი ფერები სჭარბობს, როგორი ამინდია. დაფაზე დახაზეს გონებრივი იერიშის რუკა და დაწერეს თუ როგორი შეიძლება იყოს გაზაფხულის წვიმა?(კოკისპირული, შხაპუნა, თქორი, მერეხი, ჟუჟუნა, დელგმა, ჟინჟლი.თავსხმა,თქეში.) მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსი, აიხსნა მათი დახმარებით უცხო სიტყვები.გააკეთეს ტექსტის ანალიზი.დაისვა კითხვები: როგორ აღწერს პოეტი ჭექა-ქუხილს? რა იგულისხმება ,,თეთრ სისხლში"? როგორ შეიცვალა ბუნება მეორე დღეს? რომელმა ხემ გვამცნო გაზაფხულის დადგომა? როგორ აღწერს პოეტი გაზაფხულის დადგომას? აიხსნა გაზაფხულისათვის დამახასიათებელი წვიმის ლექსიკური ერთეული. მოსწავლეები გ
ნორჩი მკითხველების მე-11 მეცადინეობა
- Get link
- X
- Other Apps
თემა: ანა კალანდაძის ბიოგრაფიული ცნობები. მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ანა კალანდაძის ბიოგრაფიას. მოსწავლეები გაეცვნენ ანა კალანდაძის ბიოგრაფიას. ანა კალანდაძე დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს ჩოხატაურის რ-ნის სოფ.ხიდისთავში.საშუალო სკოლა დაამთავრა ქუთაისში 1941 წელს.სწავლა გააგრძელა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე,რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს. ა.კალანდაძემ ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1946 წელს გაზეთ ,,ლიტერატურა და ხელოვნებასა" და ჟურნალ ,,მნათობში". ისტორია ანას ლექსში არასოდეს არ გვევლინება გაყინული სახით და თანდართულობაც პოეტის წარმოდგენაში ხშირად იწვევს გარდასულ დროთა ცხოველ მოგონებას: (,,შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო", ,,ასეთი დარი თუ იყო მაშინ".) მისი ლექსების ჟღერადობა ეფუძნება თანამედროვე ადამიანის ზნეობრივი სიწმინდისა და ამაღლების დაცვას.სიყვარული ანას შემოქმედებაში განუმეორებელი იდეებით აღსავსე, ამაღლებული და სევდანარევი რომანტიკული განცდაა. ა.კალანდაძე სიცოცხ
- Get link
- X
- Other Apps
ქართული ენა 2.04.2019 წელი თემა: დ.ვადაჭკორიას მოთხრობა ,,ძუძგია". მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზსს.იმუშავებენ სქემაზე: ,,ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე". მოსწავლეებმა გაიხსენეს ისეთი შემთხვევები სადაც ,,დედობრივი სიყვარული ფრინველებსა და ცხოველებსაც აქვთ". შეავსეს დაფაზე დაწერილი ლექსი: ,,ზღარბი".მივაწოდე ინფორმაცია ზღარბის შესახებ. ტექსტი წაიკითხეს პაუზებით: პირველი პაუზა: ,,ლიზიკო თურმე მართალი იყო"..., მეორე პაუზა: ,,ამბობდა თვალცრემლიანი გოგონა". მოსწავლეებმა ტექსტი დაყოვეს სურათებად და დაასათაურეს. დაისვა საანალიზო კითხვები: როგორი იყო გარეგნობით ზღარბი? სად ეძინა მას? რას აჭმევდნენ? სად ჩაიყვანეს ერთ დღეს ძუძგია? რა ქნა ძუძგიამ? როგორ დაამშვიდა დედამ ლიზიკო? რას ამბობდა თვალცრემლიანი გოგონა? როგორ არის აღწერილი ზღარბი? რით იკვებებბა იგი? რატომ გაექცა ძუძგია გოგონას? ღით იმშ