ქართული ენა
2.04.2019 წელი
თემა: დ.ვადაჭკორიას მოთხრობა ,,ძუძგია".
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზსს.იმუშავებენ სქემაზე: ,,ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე".
მოსწავლეებმა გაიხსენეს ისეთი შემთხვევები სადაც ,,დედობრივი სიყვარული ფრინველებსა და ცხოველებსაც აქვთ". შეავსეს დაფაზე დაწერილი ლექსი: ,,ზღარბი".მივაწოდე ინფორმაცია ზღარბის შესახებ.
ტექსტი წაიკითხეს პაუზებით: პირველი პაუზა: ,,ლიზიკო თურმე მართალი იყო"..., მეორე პაუზა: ,,ამბობდა თვალცრემლიანი გოგონა".
მოსწავლეებმა ტექსტი დაყოვეს სურათებად და დაასათაურეს.
დაისვა საანალიზო კითხვები: როგორი იყო გარეგნობით ზღარბი?
სად ეძინა მას?
რას აჭმევდნენ?
სად ჩაიყვანეს ერთ დღეს ძუძგია?
რა ქნა ძუძგიამ?
როგორ დაამშვიდა დედამ ლიზიკო?
რას ამბობდა თვალცრემლიანი გოგონა?
როგორ არის აღწერილი ზღარბი?
რით იკვებებბა იგი?
რატომ გაექცა ძუძგია გოგონას?
ღით იმშვიდებდა თავს ლიზიკო?
შეისწავლეს გამოცანა: ,,ნემსი,ნემსი, ნემსიკალა,
ახლო არვინ გაეკარა".
(ზღარბი)
შავსეს დაფაზე მოცემული სქემა: ,,ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე".წრის მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.
Comments
Post a Comment