ქართული ენა16.04.2019 წელი
თემა: ნ.დუმბაძის ლექსი ,, გაზაფხული".
მიზანი: მოსწავლე შეძლებს პოეტური ტექსტის აღქმას.გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის დაუფლებას და ბუნების მოვლენების აღწერას.
მოსწავლეებმა შეადგინეს ზეპირი თხზულება ,,გაზაფხული", სადაც ისაუბრეს როგორ იცვლება ბუნება, რომელი ფერები სჭარბობს, როგორი ამინდია.
დაფაზე დახაზეს გონებრივი იერიშის რუკა და დაწერეს თუ როგორი შეიძლება იყოს გაზაფხულის წვიმა?(კოკისპირული, შხაპუნა, თქორი, მერეხი, ჟუჟუნა, დელგმა, ჟინჟლი.თავსხმა,თქეში.)
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსი, აიხსნა მათი დახმარებით უცხო სიტყვები.გააკეთეს ტექსტის ანალიზი.დაისვა კითხვები:
- როგორ აღწერს პოეტი ჭექა-ქუხილს?
- რა იგულისხმება ,,თეთრ სისხლში"?
- როგორ შეიცვალა ბუნება მეორე დღეს?
- რომელმა ხემ გვამცნო გაზაფხულის დადგომა?
- როგორ აღწერს პოეტი გაზაფხულის დადგომას?
მარტი- სახელწოდება მიიღო რომაული ღვთაება მარსიდან,რომელიც იყო ომის ღმერთი.
აპრილი- სახელწოდება მოდის ლათინური სიტყვიდან -აპრირე-გახსნა ამ თავიდან იწყებოდა რომში გაზაფხული.
მაისი- სახელწოდება წარმოსდგება რომაელი ქალღმერთი მაიადან, რომელიც იყო განახლებული ბუნების ღვთაება.
მოსწავლეებმა შეავსეს სქემა:
წრის მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.
რა ვიცოდი
|
რა გავიგე
|
რა მინდა ვიცოდე
|
1.გაზაფხულის მახარობელი ყვავილები.
2.როგორ იცვლება ბუნება გაზაფხულზე.
|
1.საიდან წარმოსდგება გაზაფხულის სახელწოდება.
2.წვიმის სხვადასხვა სახე.
|
1.გაზაფხულის მახარობელი ფრინველები.
2.რომელი ფრინველები მოფრინავენ თბილ ქვეყნებში.
|
Comments
Post a Comment