ნორჩი მკითხველების მე-11 მეცადინეობა
თემა: ანა კალანდაძის ბიოგრაფიული ცნობები.
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ანა კალანდაძის ბიოგრაფიას.
მოსწავლეები გაეცვნენ ანა კალანდაძის ბიოგრაფიას. ანა კალანდაძე დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს ჩოხატაურის რ-ნის სოფ.ხიდისთავში.საშუალო სკოლა დაამთავრა ქუთაისში 1941 წელს.სწავლა გააგრძელა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე,რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს.
ა.კალანდაძემ ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1946 წელს გაზეთ ,,ლიტერატურა და ხელოვნებასა" და ჟურნალ ,,მნათობში".
ისტორია ანას ლექსში არასოდეს არ გვევლინება გაყინული სახით და თანდართულობაც პოეტის წარმოდგენაში ხშირად იწვევს გარდასულ დროთა ცხოველ მოგონებას: (,,შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო", ,,ასეთი დარი თუ იყო მაშინ".) მისი ლექსების ჟღერადობა ეფუძნება თანამედროვე ადამიანის ზნეობრივი სიწმინდისა და ამაღლების დაცვას.სიყვარული ანას შემოქმედებაში განუმეორებელი იდეებით აღსავსე, ამაღლებული და სევდანარევი რომანტიკული განცდაა.
ა.კალანდაძე სიცოცხლეშივე იყო აღიარებული სახალხო პოეტად, მისი ლექსები კი ჩვენს ბავშვობას გასდევდა რითმებად. იგი ქართული პოეზიის ნამდვილი დედოფალი იყო.
Comments
Post a Comment