ქართული ენა
23.04.2019 წელი
თემა:ვლ.ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა!"
მიზანი: მოსწავლე შეძლებს ლიტერატურული ტექსტის კითხვას და ანალიზსს.გაზაფხულის ბუნების აღწერას.
მოსწავლეებმა შეადგინეს ზეპირი თხზულება:
1.ბუნების გამოცოცხლება.
2.გაზაფხულის მახარობლები.
3.გადამფრენი ფრინველები.
წაიკითხეს ტექსტი. კითხვის დროს ყურადღება მახვილდებოდა სწორი,შეგნებული და გამომეტყველებითი კითხვის ჩვევებზე (ტემპი, ტემბრი, პაუზა, მახვილი, ინტონაცია.) ავხსენი მოსწავლეების დახმარებით უცხო სიტყვები. დაუსვი კითხვები:
- რა დაიჭახჭახა შაშვმა?
- რა ქნეს მწერებმა? პეპლებმა? ყვავილებმა? ნაკადულმა?
- რა წამოიძახა გაგულისებულმა ყოჩივარდამ?
- როგორ მოეხმარა მუხის ფოთოლი გამოზამთრებაში?
- როგორ იმოქმედა მუხის ფოთოლზე ყოჩივარდას ნათქვამმა?
- როგორ შეხვდნენ გაზაფხულის დადგომას მწერებმა? პეპლებმა? ყვავილებმა? ნაკადულმა?
- რატომ გაუჭირდა ყოჩივარდას მიწიდან ამოსვლა?
- როგორი სიტყვებით მოიხსენია მან მუხის ფოთოლი?
- რატომ ეტკინა გული მუხის ფოთოლს?
Comments
Post a Comment