მათემატიკა 5.04.2019 წელი თემა: ფიგურის საზღვარი მიზანი: მოსწავლემ შეძლოს განასხვავოს ფიგურის შიგა, გარე და საზღვრის წერტილები. მიუთითოს ფიგურის საზღვარი. მოსწავლეებმა დახაზეს ფიგურები და აღნიშნეს მასზე საზღვრები.მონიშნეს ასევე შიგა და გარე წერტილები. წრის მუშაობაზე გვესწრებოდა მშობელი.
მათემატიკა 19.03.2018წელი 19.03 ჩავატარე საწრეო მუშაობა მათემატიკაში. თემა:რიცხვები 11-დან 20-მდე. მიზანი:მეორე ათეულის რიცხვების ჩაწერის გაცნობა-გააზრება.ათეულებისა და ერთეულების თანრიგის ციფრების მნიშვნელობის გაგება.პირველი მიახლოებით რიცხვთა ათობითი პოზიციური სისტემის გააზრება. მოსწავლეებმა გაიმეორეს ზეპირი ნუმერაცია,საგნების გროვიდან ათეულების გამოყოფა და ოცამდე რიცხვების დასახელება.რიცხვები წარმოადგინეს ათეულებისა და ერთეულების ჯამის სახით. მოსწავლეებმა შეასრულეს მაგალითები შეკრება-გამოკლებაზე. ...
დღეს ჩავატარე მხატვრული კითხვის წრე მეორე კლასში.მოსწავლეებს წაუკითხე აკაკი წერეთლის ლექსი: ,,ღამურა". ვისაუბრეთ თუ რა განწყობას გადმოქვცემდა პოეტი ამ ლექსით.
Comments
Post a Comment